მიზეზი იმისა, თუ რატომ არ გიმართლებთ სიყვარულში ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მიზეზი იმისა, თუ რატომ არ გიმართლებთ სიყვარულში ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ადამიანები სხვადასხვაგვარები არიან. ზოგი ექსტრავერტია, ზოგი - ინტროვერტი... შესაბამისად, იმ ფაქტორზე, თუ კონკრეტულად რომელ ფსიქოტიპს განეკუთვნება ინდივიდი დიდწილადაა დამოკიდებული მისი პირადი ცხოვრება და ურთიერთობები. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვითაც არსებობს კონკრეტული, პრობლემატური თვისებები ხასიათში, რაც ხელს უშლის ამა თუ იმ ნიშნით დაბადებულ ადამიანს სიყვარულში ჰარმონიას და ბედნიერებას მიაღწიოს...

ვერძს პირადი ცხოვრების აწყობაში ხელს სიფიცხე და უტაქტობა უშლის.

კუროს უაპელაციო სიჯიუტე და გადამეტებული სიდინჯე.

ტყუპის პრობლემა ქაოტურობაა, მას ხშირად ვერ გაუგია ვინ უყვარს ან უყვარს კი საერთოდ?

კირჩხიბისთვის დამღუპველია ემოციური მიჯაჭვულობა პარტნიორთან, ასე იგი ამ უკანასკნელს პირიქით – გაქცევისკენ უბიძგებს.

ლომი შეცდომას უშვებს, როცა საყვარელ ადამიანს ნივთივით ექცევა.

ქალწულის პრობლემა ყოველთვისაა გადამეტებული კრიტიკა პარტნიორის მიმართ.

სასწორი ყველაზე ხშირად აწყდება სიძნელეებს სიყვარულში იმის გამო, რომ უჭირს დროულად გადაწყვეტილების მიღება.

მორიელს კი ხელს ჰარმონიულ ურთიერთობაში ეჭვიანობა და დესპოტიზმი უშლის.

მშვილდოსანი ურთიერთობას ხშირად ანგრევს იმის გამო, რომ თავისუფლება ურჩევნია ყველაფერს.

თხის რქას გადამეტებული პედანტიზმისა და სიმკაცრის გამო ტოვებენ პარტნიორები.

მერწყული საყვარელ ადამიანებს ხშირად აღიზიანებს საკუთარი არაპროგნოზირებადი საქციელით.

თევზებისთვის კი პრობლემა ხდება ზედმეტი ლოიალურობა მეორე ნახევრის მიმართ.

3 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ თქვენს სასიყვარულო ურთიერთობას მომავალი არ აქვს და ტყუილად კარგავთ დროს

რას ითხოვს კაცი ქალისგან სინამდვილეში? - ნამდვილი მამაკაცის 13 დაუწერელი კანონი

როგორ ეწყობა მორიელი წყლის სტიქიის წარმომადგენლებს, ანუ კირჩხიბს, მორიელს და თევზებს