მოდური იმიჯი ქალისთვის - რჩევები ვერძს

მოდური იმიჯი ქალისთვის - რჩევები ვერძს

თუმცა, თუკი საკითხს ასტროლოგიური კუთხით მივუდგებით და ევროპაში ფართოდ აპრობირებულ მოდისა და ასტროლოგიის სინთეზს ე.წ. FASHION ASTROLOGY-ს მივმართავთ, მერწმუნეთ გაგვიიოლდება ამ უმნიშვნელოვანესი პრობლემის მარტივად გადაჭრა. დღეიდან შემოგთავაზებთ სტატიების ციკლს იმის შესახებ, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულმა ქალბატონმა, როგორი იმიჯი უნდა მოირგოს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, საიმისოდ, რომ საზოგადოების უპირობო აღტაცება და ოვაციები დაიმსახუროს.

ვერძი

ამ ქალის უმთავრესი ნაკლი და ღირსებაა ის, რომ მას ლიდერობა მოსწონს. ამასთანავე, არამხოლოდ მოსწონს, გამოსდის კიდეც. იგი ყველაფერში პირველი უნდა იყოს და ზუსტად ამიტომაც აღმერთებს ჩაცმა-დახურვის მხრივ თამამ ექსპერიმენტებს. ვერძისთვის ასტროლოგები ნებისმიერ მკვეთრ ტონალობას მიიჩნევენ მისაღებად ჩაცმულობაში. იგი ვერ იტანს მასიური ტიპის სამოსს და მუდმივად ეძებს ტანსაცმელს, რომელიც მის მკვეთრ ინდივიდუალიზმს გაუსვამს ხაზს. ამიტომ საქმიანი კოსტიუმის შერჩევის დროსაც ახერხებს მასში პიკანტური დეტალები შეიტანოს და საზოგადოება აღაფრთოვანოს.

ზოგადად ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს ასტროლოგები თავისუფალი სტილის, კომფორტული სამოსის ტარებას ურჩევენ. იმიტომ რომ ლამაზი, მაგრამ ვიწრო ან მოჭერილი ტანსაცმელი ვერძის დინამიკას საგრძნობლად ზღუდავს, რაც მისთვის ხასიათის გაფუჭების წინაპირობაა. აი რატომ არ სწყალობს ბევრი ვერძი ქალი მაღალქუსლიან ფეხსაცმელს. სამაგიეროდ, ისინი შესანიშნავად იხდენენ ჯინსს, შორტს, მოკლე ქვედაბოლოს. მით უმეტეს, რომ ზოდიაქოს ამ ნიშით დაბადებულები იშვიათად უჩივიან ზედმეტ წონას. შესაბამისად, ზემოთ ჩამოთვლილი სამოსი მათ მომხიბვლელობასა და სექსუალურობას ერთიორად უსვამს ხაზს.

Astrologia

მაკიაჟის მხრივ

ვერძისთვის მკვეთრი ფერის წითელი, აგურისფერი ან ჟოლოსფერი პომადის გამოყენება იქნება უპრიანი.

აჯობებს, რომ ვერძმა მოკლე ვარცხნილობა ატაროს – მაქსიმუმ ბობი ან ბობ-კარე.

აქსესუარებში უმჯობესია ძირითადი აქცენტი საყურეებზე გაკეთდეს. ხოლო ბეჭდების (განსაკუთრებით დიდი ზომის ბეჭდების) ტარებას ასტროლოგები ვერძს უსახელო თითზე ურჩევენ. სასურველია, სამკაული ალმასით, მთის ბროლით ან ამეთვისტოს თვლებით იყოს გაწყობილი.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?