თუმცა, თუკი საკითხს ასტროლოგიური კუთხით მივუდგებით და ევროპაში ფართოდ აპრობირებულ მოდისა და ასტროლოგიის სინთეზს ე.წ. FASHION ASTROLOGY-ს მივმართავთ, მერწმუნეთ გაგვიიოლდება ამ უმნიშვნელოვანესი პრობლემის მარტივად გადაჭრა. დღეიდან შემოგთავაზებთ სტატიების ციკლს იმის შესახებ, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულმა ქალბატონმა, როგორი იმიჯი უნდა მოირგოს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, საიმისოდ, რომ საზოგადოების უპირობო აღტაცება და ოვაციები დაიმსახუროს.
ლომი
ქალი ლომი საკუთარი დედოფლური ბუნების დაფიქსირებას ყოველთვის და ნებისმიერი კუთხით ცდილობს, მათ შორისაა მოდა და ჩაცმა-დახურვის თემაც. ამასთან ერთად, სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ მას ეს შესანიშნავად გამოსდის. ლომი ქალის გარდერობი ყოველთვის სავსეა მდიდრული, ხარისხიანი სამოსითა და პარფიუმერიით. ის კი არა, სახლის ჩუსტები და სააბაზანოს ხალათიც კი ყოველთვის უმაღლესი ხარისხის და ძვირად ღირებულია მისთვის. თუმცა ის, რომ კარგად გამოიყურება, ყოველთვის ბევრი შრომის შედეგია ლომისთვის. ამ ქალს უყვარს თავის მოვლა-განებივრება და ამას არც არასოდეს მალავს.
ლომი ქალის სტილი კლასიკურ ხაზს მიჰყვება. სამაგიეროდ, ფერთა გამაში და აქსესუარებში უყვარს სითამამე. მას ძალიან უხდება ოქროსფერ-ყვითელი გამა, ასევე თეთრი და აგურისფერი. საუკეთესოდ გამოიყურება პიჯაკებსა და მკაცრი სტილის კაბებში. რომელთაც მდიდრულ აქსესუარებს შეუხამებს გემოვნებით.
მაკიაჟის მხრივ ლომმა არამკვეთრი, თუმცა "ბლესკის" მქონე თვალისა და ლოყის ჩრდილები უნდა გამოიყენოს. სასურველია თბილი ფერების გრადაცია – ოქროსფერი ან ყავისფერი ტონები. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს ყველაზე მეტად ამშვენებს მსუბუქი რუჯი და ოდნავ ჟღალი ან ოქროსფერი თმა.
აქესუარებში აუცილებელია ჭარბობდეს ოქროს ან თეთრი ოქროს სამკაულები. ძვირფასი ქვებიდან უპირატესობა უნდა მიანიჭოთ: ლალს, ალმასს, ქრიზოლიტს, ვარდისფერ კვარცს ან ამეთვისტოს.