მოდური იმიჯი ქალისთვის - რჩევები მორიელს

მოდური იმიჯი ქალისთვის - რჩევები მორიელს

თუმცა, თუკი საკითხს ასტროლოგიური კუთხით მივუდგებით და ევროპაში ფართოდ აპრობირებულ მოდისა და ასტროლოგიის სინთეზს ე.წ. FASHION ASTROLOGY-ს მივმართავთ, მერწმუნეთ გაგვიიოლდება ამ უმნიშვნელოვანესი პრობლემის მარტივად გადაჭრა. დღეიდან შემოგთავაზებთ სტატიების ციკლს იმის შესახებ, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულმა ქალბატონმა, როგორი იმიჯი უნდა მოირგოს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, საიმისოდ, რომ საზოგადოების უპირობო აღტაცება და ოვაციები დაიმსახუროს.

მორიელი

არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს ის ფაქტი, რომ ქალი მორიელი ყოველთვის გამოირჩევა დანარჩენებისგან საკუთარი სექსუალურობითა და ქარიზმით. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ლამაზი ნაკვთებითა და უნაკლო აღნაგობით დააჯილდოვა იგი ბუნებამ. ამ ქალს ყოველთვის ეხერხება საპირისპირო სქსის მოჯადოვება და ამ ნიჭს მას ვერავინ დაუკარგავს. ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ საცურაო კოსტუმებს ყველაზე უკეთ სწორედ მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალები ირგებენ. თუმცა, საცურაო კოსტუმის სეზონი მხოლოდ რამდენიმე თვე გრძელდება, ამიტომ ქალი მორიელების უმეტესობა საკუთარ ხასიათში ეროტიზმის შტრიხებს, ყოველთვის გემოვნებით შერჩეული, ლამაზი და სექსუალური თეთრეულით უსვამს ხაზს. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს უყვართ "აჟურული" კოლჰოტებისა და ჩულქი-პანტალონების გამოყენება ყოველდღიურ გარდერობში. არანაკლებ მოსწონთ ჯინსები, განსაკუთრებით ისეთი სტილის რომელიც სხეულს მჭიდროდ ეკვრის და ქალურ ფორმებს მადისაღმძვრელად გადმოსცემს. ამ მხრივ მორიელმა უპირატესობა უნად მიანიჭოს ე.წ. Skinny Jeans-ის ტიპის შარვლებს. ასტროლოგები ქალ მორიელს ურჩევენ ატაროს მუქი ჭაობისფერი, ლურჯი, იასამნისფერი და ლავანდისფერი სამოსი.

მაკიაჟის მხრივ

ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულმა ქალმა აქცენტი უნდა გააკეთოს თვალებზე. შავი ფანქარი, მუქი ფერის თვალის ჩრდილი და მკვეთრი წითელი ან ალისფერი ტონალობის პომადა, მორიელის განუყრელი "თანამგზავრია". ამგვარი მაკიაჟით მისი მომხიბვლელობის მიმართ ვერც ერთი მამრი ვერ დარჩება გულგრილი.

აქსესუარების მხრივ მორიელმა მასიური სამაჯურები, მამაკაცური სტილის საათები და სადა ფორმის/დიზაინის მქონე საყურეები უნდა ატაროს. ძვირფასი ქვებიდან უპირატესობა უნდა მიანიჭოს: აქვამარინს, ალექსანდრიტსა და შავ ოპალს.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?