მოდური იმიჯი ქალისთვის - რჩევები თევზს

მოდური იმიჯი ქალისთვის - რჩევები თევზს

საკითხს ასტროლოგიური კუთხით მივუდგებით და ევროპაში ფართოდ აპრობირებულ მოდისა და ასტროლოგიის სინთეზს ე.წ. FASHION ASTROLOGY-ს მივმართავთ, მერწმუნეთ გაგვიიოლდება ამ უმნიშვნელოვანესი პრობლემის მარტივად გადაჭრა. დღეიდან შემოგთავაზებთ სტატიების ციკლს იმის შესახებ, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულმა ქალბატონმა, როგორი იმიჯი უნდა მოირგოს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, საიმისოდ, რომ საზოგადოების უპირობო აღტაცება და ოვაციები დაიმსახუროს.

თევზები

თევზი ქალი, ეს თვით სინაზე და იდუმალებაა. მისი იმიჯი დანახვისთანავე ასხივებს გასაოცარ ქალურ შარმს. იგი საკუთარი დადებითი აურით იზიდავს გარშემო მყოფებს და განაწყობს გულახდილობისკენ. თევზი ქალის ხასიათის სირბილე და ჰარმონიულობა სამოსის შერჩევაშიც გამოიხატება. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს უყვართ რბილი, ელასტიკური მასალისგან დამზადებული სამოსის ტარება, იქნება ეს ხავერდი, ტრიკოტაჟი, ბამბის თუ აბრეშუმის მატერია. თევზ ქალებს ასტროლოგები ურჩევენ მარტოოდენ ნატურალური მასალისგან დამზადებული სამოსი ატარონ, საიმისოდ, რომ თავიდან აიცილონ სათუთი კანის გაღიზიანება და უსიამოვნო შეგრძნებები.

მათი ორგანიზმი ძალზე მგრძნობიარეა არაორგანული მასალების მიმართ. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები საოცრად იხდენენ მაქმანით გაწყობილ ან მსუბუქ, ფაფუკად ნაქსოვ სამოსს, მსხვილ და დეკორატიულად გაწყობილ ქამრებს, დაბალძირიან ფეხსაცმელებს ე.წ. "ბალერინებს" და აქსესუარებს, რომელთა დიდი ნაწილიც ძირითადად კარგი ხარისხის ბიჟუტერიაა. ალბათ ზოდიაქოს არც ერთი ნიშნით დაბადებულ ქალს არ შეუძლია მსგავსი ოსტატობით შეუხამოს ერთმანეთს იაფფასიანი საყურე და მდიდრული, ძველებური ოქროს ბეჭედი ან ყელსაბამი. ქალი თევზი იმპროვიზაციის დიდოსტატია, ეს მის ჩაცმის სტილზე და თავის დაჭერის მანერაზე ვლინდება ყველაზე მეტად.

მაკიაჟის მხრივ თევზების ზოდიაქოს წარმომადგენელ ქალებს ასტროლოგები ურჩევენ მომწვანო-ჭაობისფერი თვალის ჩრდილებს, ბაცი ვარდისფერი ან ნარინჯისფერი პომადა დაუმატონ ეფექტური ვიზუალური იმიჯის შესაქმნელად. აუცილებელია, ასევე თევზმა "იმეგობროს" თვალის ფანქართან და ტუჩის კონტურთან, საიმისოდ რომ სახის ბუნდოვან ნაკვთებს მეტი გამომსახველობა მიანიჭოს.

აქსესუარებიდან სასურველია კარგი ხარისხის ბიჟუტერიასთან ერთად, თევზმა ატაროს ზურმუხტით, მარგალიტითა და მთის ბროლით გაწყობილი სამკაულები.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?