მოდური იმიჯი ქალისთვის - რჩევები თხის რქას

მოდური იმიჯი ქალისთვის - რჩევები თხის რქას

, თუკი საკითხს ასტროლოგიური კუთხით მივუდგებით და ევროპაში ფართოდ აპრობირებულ მოდისა და ასტროლოგიის სინთეზს ე.წ. FASHION ASTROLOGY-ს მივმართავთ, მერწმუნეთ გაგვიიოლდება ამ უმნიშვნელოვანესი პრობლემის მარტივად გადაჭრა. დღეიდან შემოგთავაზებთ სტატიების ციკლს იმის შესახებ, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულმა ქალბატონმა, როგორი იმიჯი უნდა მოირგოს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, საიმისოდ, რომ საზოგადოების უპირობო აღტაცება და ოვაციები დაიმსახუროს.

თხის რქა

ქალი თხის რქა კლასიკური სტილის სიყვარულით და კონსერვატორულობით გამოირჩევა. სამოსს მისთვის უმთავრესი დანიშნულება აქვს – უნდა იყოს ხარისხიანი, პრაქტიკული და კომფორტული. როგორც წესი, თხის რქებს არ ახასიათებთ ეპატაჟური ჩაცმის სტილით საზოგადოების ყურადღების მიქცევა (საამისოდ ამ ქალს ბევრი სხვა იარაღი აქვს – მაგალითად ჭკუა და გონიერება), ამიტომ როგორც წესი, თხის რქა საზოგადოებაში მიღებული ნორმების მიხედვით იმოსება, ისე რომ არც ჩამორჩენილი ერქვას მოდის ტენდენციებში და არც ზედმეტად ულტრა-მოდური.

ყველაზე მეტად ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს მამაკაცური სტილის სამოსი უხდებათ. მათზე უკეთ ვერავინ იხდენს პიჯაკებს და კორპორატიული დრესკოდის სხვადასხვა ლუქს. არანაკლებ მიმზიდველად გამოიყურბიან ქალი თხის რქები უნიფორმებში – იქნება ეს ექიმის თეთრი ხალათი, პოლიციელის ეკიპირება თუ სპორტული მაისური შორტით.

ასტროლოგები თხის რქებს ურჩევენ სამოსში უპირატესობა მარტივ, მკაცრ სილუეტს და სუფთა ფერების გამას მიანიჭონ – შავი, ლურჯი, თეთრი, ნაცრისფერი ეს მათი ტონებია.

მაკიაჟის მხრივ სასურველია ამ ქალებმა "იმეგობრონ" შავ ფანქართან და თვალის ლაინერთან, იმიტომ რომ თვალის ჭრილის გამოკვეთა მათ სახეს გაცილებით უფრო პიკანტურ იერს მისცემს. პომადა სასურველია ბაცი ვარდისფერი ან სულაც ტუჩის ფერთან მაქსიმალურად მიახლოებული გამოიყენონ.

აქსესუარების მხრივ ქალ თხის რქას ასტროლოგები ე.წ. "ვინტაჟური" სტილის სამკაულის ტარებას ურჩევენ. ამ მხრივ მათ ბებიის ან დიდი ბებიის ნაქონი ნივთებიც სავსებით გამოადგებათ, მით უმეტეს, რომ თხის რქას ზოგადად უყვარს წინაპართაგან დანატოვარი რელიკვიების მოფრთხილება. ძვირფასი ქვებიდან უპირატესობა ონიქსს, ზოლიან ტოპაზს, ლალს და ოპალს უნდა მიანიჭონ.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?