აღმოაჩენს, რომ მამაკაც ქალწულზეა შეყვარებული. "გიყვარდეთ იგი, მას თქვენი დახმარება და თანადგომა ჰაერივით სჭირდება".
ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ მამაკაცებს შორის რამდენიმე ფსიქოტიპს ვხვდებით. მათ შორის უმეტესობას ან ზედოზირება, ან აბსოლუტური დეფიციტი გააჩნია წარმოსახვის უნარის. შესაძლოა ბავშვობაში, როცა მან ეგზიუპერის "პატარა უფლისწული" წაიკითხა, ნაცვლად იმისა რომ სულიერი აღმაფრენა განეცადა, გარშემო ყველას თავგამოდებით უმტკიცებდა რატომ არ შეიძლება ადამიანები ცხოვრობდნენ ასტეროიდზე. ამით იმის თქმა მინდა, რომ ქალწულებს ხშირად წვრილმანებში კირკიტის ჩვეულების გამო შეიძლება მნიშვნელოვანი გამორჩეთ. არადა ღირს ხანდახან უფრო მასშტაბურად შეხედოს ამ ხალხმა მოვლენებს.
ქალწული მერკურით მართული ნიშანია, რომელიც ზუსტად ამ ზოდიაქოს ნიშანში ვლინდება ყველაზე ძლიერად და წვრილმანებამდე დასული სიზუსტით. ამიტომ ქალწულ მამაკაცს დიახაც რომ სჭირდება ქალი, რომელიც გულით ხედავს ცხოვრებაში მოვლენებს და არამხოლოდ გონებით, მას ხომ ყოველთვის გონება უსწრებს წინ. ამიტომ მორიელი ქალი თავისი ძლიერი ინტუიტიური ხედვითა და ემოციურობით მისწრებაა ქალწული მამაკაცის დასაბალანსებლად.
სექსში ქალწულები, ისე როგორც ამ ქვეყნად ყველაფერში, განიცდიან შინაგან კომპლექსს იმის გამო, რომ "ვაი და არ არიან მოწოდების სიმაღლეზე", მით უმეტეს ,როცა საქმე ისეთი ტემპერამენტის მქონე ქალთან დაიჭირა ქალწულმა როგორიც მორიელია, მას აუცილებლად ექნება გარკვეული დაძაბულობა ინტიმური ურთიერთობის კუთხით. ქალწული ხომ საშინლად კრიტიკულია, პირველ რიგში კი საკუთარი თავის და შესაძლებლობების მიმართ.
თუმცა, მორიელს და ქალწულს ამ მხრივ აქვს ერთი მნიშვნელოვანი თანხვედრა, ორივე ერთგულია, სანამ პარტნიორის სანდოობაში ბოლომდეა დარწმუნებული. ამიტომ ქალი მორიელის, მიუხედავად მისი მოჭარბებული სექსუალურობისა სავსებით შეიძლება ქალწულისთვის კარგი პარტნიორი იყოს სექსში, ამ უკანასკნელის სანდოობის გამო.
თუმცა უმთავრესი შემაკავშირებელი კედელი ამ ორის ურთიერთობაში, მაინც კარგი მეგობრობა და ურთიერთგაგებაა. მათ შორის ბევრი საერთოა - სიმართლის სიყვარული, პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა, ერუდიციისკენ მიდრეკილება, ფინანსური სტაბილურობის და საერთო ქონების დაგროვების სურვილი. ამიტომ წყვილი მორიელი-ქალწული სავსებით შეიძლება საკმაოდ პერსპექტიულთა კატეგორიას მივაკუთვნოთ ხშირ შემთხვევაში.
მამაკაცი ქალწულები კრიტიკისკენ არიან მიდრეკილნი, მათთვის ეს ისეთივე ორგანული რამაა როგორც ჭამა და ძილი, მორიელი კი კრიტიკას მით უმეტეს ღიას და უაპელაციოს საკუთარი მისამართით ერთობ მტკივნეულად იღებს. ამიტომ ამ წყვილში ქალწულს მოეთხოვება შენიშვნები მეუღლის მიმართ შედარებით დელიკატური ფორმით, ან სულაც არ გამოთქვას.
მორიელი თავის მხრივ პერიოდულად მაინც დესტრუქციულობისკენ მიდრეკილი ნიშანია, ამიტომ სავსებით შესაძლოა დროდადრო მას სურვილი გაუჩნდეს თუნდაც სექსუალურ ურთიერთობაში შეიტანოს "დრაივი" და მხურვალე ემოციები. ქალწული კი სასურველია მას თუნდაც მოვალეობის მოხდის მიზნით აჰყვეს (ცნობილი ფაქტია, ქალწულის ზოდიაქო მოვალეობის დიდი გრძნობით დაჯილდოებულ ინდივიდებს წარმოშობს). ასეთ მამაკაცს მოსწონს, როცა პარტნიორის სიამოვნებაზე ზრუნავს, თუნდაც ამ დროს თავად მაინცდამაინც არ განიცდიდეს დიდ აღფრთოვანებას ჩადენილი საქციელით.
მორიელიც და ქალწულიც ურთიერთობაში ძვირად აფასებს ერთგულების უნარს, რის ხარჯზეც ამ წყვილში შეიძლება საკმაოდ ხანგრძლივი და ჰარმონიული ურთიერთობა ჩამოყალიბდეს. ზუსტად იმ მიზეზით, რომ ერთიც და მეორეც ერთმანეთში იპოვნის უმთავრეს დასაყრდენს და სიმშვიდის მიზეზს - ერთგულ პარტნიორს.