მორიელი ქალი

მორიელი ქალი

გამორიცხულია თქვენ ამ ქალის მზერას თვალი გაუსწოროთ და ოდნავი შეცბუნების ან შიშის შეგრძნება არ დაგეუფლოთ. ასტროლოგთა აზრით, ებრაული ბიბლიის მითიური პერსონაჟი, ადამის პირველი ცოლი - თავნება, დაუმორჩილებელი ლილიტი, რომელიც თავის მხრივ პირველყოფილი ფემინისტის სიმბოლოა, სწორედ მორიელი იქნებოდა ზოდიაქოთი. ქალი მორიელი მისტიკური შესახედაობით გამოირჩევა, იქნებ ერთი შეხედვით არც არაფერი მოგეჩვენოთ მის გარეგნობაში განსაკუთრებული, მაგრამ რაც უფრო ახლოს გაიცნობთ და თქვენი ურთიერთობის არეალი დავიწროვდება, მით უფრო იგრძნობთ როგორ მოქმედებს თქვენზე მისი მაგია ანუ გასაოცარი უნარი, თავი მოაწონოს სასურველ მამაკაცს. „მოუხელთებელი კაცი“, მორიელი ქალის ლექსიკონში როგორც წესი არ არსებობს, ისევე როგორც დაულაშქრავი მწვერვალი ან მიუღწეველი თანამდებობა. თუმცა, თუ იგი თქვენით სერიოზულად დაინტერესდა, მისგან განსაკუთრებულ ოვაციებს ან საშუალო სტატისტიკური, შეყვარებული ქალისთვის დამახასიათებელ გულყრებს ამაოდ ნუ დაელოდებით. უფრო მეტიც, თამაშის საწყის ეტაპზე, იგი შესაძლოა აისბერგივით ცივი და აფსოლუტურად შეუვალი იყოს. ამ პერიოდს იგი როგორც წესი, მსხვერპლის კარგად შესწავლას დაუთმობს, საიმისოდ რომ სამომავლო სვლები აბსოლიტური სიზუსტით გათვალოს. ბუნებით პრინციპული და ფსიქოლოგიურად ძლიერი პიროვნება თუ არ ხართ და მორიელ ქალთან ურთიერთობა თქვენთვის მხოლოდ მოკლევადიანი ფლირტის საშუალებაა, ჩემი გულწრფელი რჩევა იქნება, სასწრაფოდ ქუდი დაიხუროთ და გასართობად, სხვა უფრო ნაკლებად საშიში ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებისკენ მოქუსლოთ.

ტიპიური წარმომადგენელი - მსახიობი ენ ჰეტუეი

Astrologia

წინააღმდეგ შემთხვევაში, მორიელთან ომი თქვენთვის შესაძლოა მთელი ცხოვრების ტრაგედიად იქცეს. ეს ქალი ვერ ეგუება მის მიმართ უსამართლო დამოკიდებულებას, შესაბამისად, თუ მან თქვენში ეს თვისება აღმოაჩინა, მისი შურისძიება საკმაოდ მკაცრი იქნება. სამაგიეროდ, ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ, თუკი იგი პარტნიორის ზრახვების გულწრფელობაში დარწმუნდა, მისი სახით ეს უკანასკნელი არამხოლოდ ერთგულ ცოლს და ვნებიან საყვარელს, საიმედო მოკავშირეს და მეგობარსაც შეიძენს. ქალი მორიელი ძალიან კარგად უძღვება ოჯახს, ისე რომ ამის პარალელურად არც პროფესიულ კარიერაზე ამბობს უარს. გასაოცარი თავდაჭერის უნარის და საკუთარი ემოციების ფლობის ნიჭის წყალობით, მორიელი არასოდეს იწყებს კინკლაობას მეორე ნახევართან სახალხოდ, თუნდაც ამ უკანასკნელმა საზოგადოეაბში იგი ძალიან შეარცხვინოს. თუმცა, როცა მასთან მარტო დარჩება, ანგარიშს მთელი სიმკაცრით გაუსწორებს. როგორც დედა, მორიელი ხშირად საკმაოდ მკაცრია. მისთვის მთავარია, შვილები დამოუკიდებლები და ფსიქოლოგიურად ძლიერი პიროვნებები გაიზარდონ. აქედან გამომდინარე, იგი აღზრდისას არც რადიკალური მეთოდების გამოყენებას ერიდება. თუმცა, მიუხედავად ამისა, დიდ ასაკში შვილები მისი უზომოდ მადლიერი არიან და დედა მათთვის ყოველთვის რჩება ავტორიტეტად, რომლის აზრსაც ისინი ხანდაზმულ ასაკამდე ითვალისწინებენ.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?