მშვილდოსანი ქალი

მშვილდოსანი ქალი

როგორ ვერ ახერხებთ ზედმეტი ხუთი კილოგრამის ჩამოკლებას, მაშინ, როცა სხვა დაქალები აუცილებლად გაგამხნე

ბენ რეპლიკით "რას ამბობ, რად გინდა დიეტა, შენ ხომ ისედაც კარგად გამოიყურები". მშვილდოსანი ქალი უხეშად გამოგიტანთ ვერდიქტს და ამაყად გამოგიცხადებთ, რომ თქვენი გაბარიტების პატრონს, ხუთი კი არა ათი კილოს დაკლებაც არ აწყენდა. კაცმა რომ თქვას, საწყენი აქ რა არის? განა თავადვე არ იკითხეთ მისი აზრი? ჰოდა, ინებეთ მკაცრი სიმართლე მისი მხრიდან. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ ისიც, რომ გამორჩეული პირდაპირობა და გულწრფელობა, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალების დამახასიათებელი თვისებაა, არცთუ იშვიათად ხდება მათთვის, პირად ცხოვრებაში ბარიერის შექმნის მიზეზი. აბა, რომელ კაცს მოეწონება ქალი, რომელსაც შეუძლია დაუფარავად მიახალოს სიმართლე, რომელიც ამ უკანასკნელმა უიმისოდაც შესანიშნავად იცის?

მშვილდოსანი ქალი, უჩვეულოდ გულმართალი და რომანტიკული არსებაა. შეიძლება ხანდახან ძალიან მამაცი და შეუვალიც კი მოგეჩვენოთ (მას მოსწონს "მაგარი გოგოს" როლის თამაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა სულიერად ძალიან უჭირს). თუმცა, გულის სიღრმეში, იგი ყოველთვის ელის სასწაულს - კაცს, რომელიც მის ცხოვრებაში გამოჩნდება და უსიტყვოდ გაუგებს. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა ის ფაქტი, რომ საკუთარი იდეალის ძიებაში, იგი პარტნიორიდან პარტნიორზე ინაცვლებს იმ იმედით, რომ მაინც იქნება, ის "ერთადერთი და განუმეორებელი".

ტიპური წარმომადგენელი - მომღერალი ტეილორ სვიფტი

Astrologia

თუმცა იდეალების ცვლა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს ქალი ბუნებით მოღალატე ან მატყუარაა. უფრო პირიქით, იგი საოცრად გულწრფელი და მართალია ნებისმიერ ურთიერთობაში და პარტნიორისგანაც დაჟინებით ითხოვს იმავეს. ქალი მშვილდოსნები ცეცხლის სტიქიის დანარჩენ ორ წარმომადგენელთან, ლომთან და ვერძთან ერთად, უზომოდ ენერგიულები, ამაყები და თავმოყვარეები არიან. ისინი ხშირად იკეთებენ კარგ კარიერას პროფესიულ სარბიელზე და ყოველთვის ახერხებენ საკუთარი მონაცემების სწორი მიმართულებით რეალიზებას. ზარმაცი, სხვისი ხელის შემყურე და პასიური მშვილდოსანი უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს. თუმცა მის ხასიათში მძაფრად გამოვლენილი დამოუკიდებლობის სიყვარული, ხშირად ხდება ამ ქალისთვის გადაულახავი ბარიერი პირადი ურთიერთობის ასაწყობად. აქედან გამომდინარე, მამაკაცი, რომელიც მის გვერდით აპირებს ყოფნას, უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ ეს ქალი მის მოთხოვნებს (და არა თხოვნებს!) არასოდეს დაემორჩილება. გაითვალისწინეთ ისიც, რომ არასოდეს აიძულოთ მას სამსახურსა და ოჯახს შორის არჩევანის გაკეთება. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი მხრიდან, ამას დიდი პროტესტი მოყვება. სახლში გამოკეტილი მშვილდოსანი, ეს იგივეა, რაც იადონი ოქროს გალიაში, რომელსაც გალობა აღარ შეუძლია. ამასთან ერთად, ეს ქალი საოჯახო საქმეების კეთებაზეც არ გიჟდება მაინცდამაინც. აქედან გამომდინარე, აზრი მისი სახლში გამოკეტვის თაობაზე, ძალზე აბსურდულია. მასთან კონსესუსს რომ მიაღწიოთ, უკეთესი იქნება არჩევანის თავისუფლება მიანიჭოთ. დამიჯერეთ, ასეთ შემთხვევაში პრობლემური საკითხების უმრავლესობა თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება და ერთგულ, მოსიყვარულე, ზოგჯერ ცრემლებამდე სენტიმენტალურ მეუღლეს შეიძენთ, რომელიც დარწმუნებული იქნება იმაში, რომ ზუსტად თქვენ ხართ "ის ერთადერთი და განუმეორებელი", რომლის გამოჩენასაც იგი მთელი ცხოვრება ელოდა.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?