აღმოხდენია მანდილოსნებთან ურთიერთობისას. თუმცა მამაკაცებო, საქმე გაცილებით მარტივად შეიძლება იყოს, თუკი გაცნობისთანავე თქვენი ინტერესის ობიექტთან ფრაზას: "რას აკეთებ ამ საღამოს?" დაბადების თარიღის გამოკითხვით ჩაანაცვლებთ... ამ სვლას ორი დადებითი მხარე აქვს, ჯერ ერთი ქალების 99% გიჟდება ასტროლოგიაზე და მეორეც, იგი ჩათვლის, რომ ისე მოგხიბლათ საბაბს ეძებთ მისთვის საჩუქრის გასაკეთებლად. საამისოდ კი დაბადების დღის თარიღს გამოიყენებთ...
და მხოლოდ თქვენ და ასტროლოგმა იცით რეალურად სად არის ამ დროს "ძაღლის თავი დამარხული"...
მშვილდოსანი
მშვილდოსანი ქალი რომ არ შეამჩნიოთ საზოგადოებაში, მით უმეტეს მისით არ მოიხიბლოთ საკმაოდ რთული იქნება. იგი მხიარული, ბავშვივით ცელქი, საოცრად ოპტიმისტი, ღიმილიანი, თბილი და მეგობრული არსებაა. სხვაც ბევრი აქვს პლუსი ხასიათში, თუ დაგჭირდათ ყოველთვის დაგეხმარებათ როგორც სულიერად, ისე მატერიალურად.
მინუსად თუ ხასიათის ისეთ შტრიხებს არ ჩაუთვლით როგორიცაა არასტაბილურობა ურთიერთობაში (ის დიდი დოზით იდეალისტია, ამიტომ თუ იდეალს არ შეესაბამებით არაფრად უღირს სხვაზე გადაგცვალოთ უცებ), მფლანგველობა – სიამოვნებით ანიავებს როგორც საკუთარ, ისე თქვენ ფულს და დემაგოგიისკენ მიდრეკილება (ნუ ანდობთ მნიშვნელოვან საიდუმლოებებს, შესაძლოა უცებ წამოაყრანტალოს).