აღმოხდენია მანდილოსნებთან ურთიერთობისას. თუმცა მამაკაცებო, საქმე გაცილებით მარტივად შეიძლება იყოს, თუკი გაცნობისთანავე თქვენი ინტერესის ობიექტთან ფრაზას: "რას აკეთებ ამ საღამოს?" დაბადების თარიღის გამოკითხვით ჩაანაცვლებთ... ამ სვლას ორი დადებითი მხარე აქვს, ჯერ ერთი ქალების 99% გიჟდება ასტროლოგიაზე და მეორეც, იგი ჩათვლის, რომ ისე მოგხიბლათ საბაბს ეძებთ მისთვის საჩუქრის გასაკეთებლად. საამისოდ კი დაბადების დღის თარიღს გამოიყენებთ...
და მხოლოდ თქვენ და ასტროლოგმა იცით რეალურად სად არის ამ დროს "ძაღლის თავი დამარხული"...
ქალწული
ქალწულის უნაკლო იმიჯმა და "პეწენიკობამ" მოგხიბლათ? ესე იგი მიწის ნიშნის წარმომადგენელი ბრძანდებით ან სადმე "მიწა გირევიათ" ბლომად... (ნუ ეს სპეციფიკური ასტროლოგიური ტერმინია ვერ გაიგებთ და გავიარეთ...). მოკლედ, ქალწულის პლუსებს ჩამოგითვლით: ჰიგიენური, მოწესრიგებული, ერთგული და გაწონასწორებულია. შეუძლია თქვენთვის ერთდროულად იყოს ძიძა, მეგობარი, მზარეული, საქმიანი კომპანიონი და ა.შ.
მინუსებს რაც შეეხება – უნდა აიტანოთ მისგან მრავალსაათიანი შენიშვნები და მითითებები, მშვიდად დაემორჩილოთ მის მიერ თქვენთვის შედგენილი "ჯანსაღი კვების" რეჟიმს და ნაკლებად სცადოთ მისი მოტყუება (მერწმუნეთ, ქალწული ქალი კარგ, სტაჟიან გამომძიებელს არაფერით ჩამოუვარდება).