"ოჰ, ეს ქალები "- პლუსები და მინუსები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - თხის რქა

"ოჰ, ეს ქალები "- პლუსები და მინუსები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით -  თხის რქა

აღმოხდენია მანდილოსნებთან ურთიერთობისას. თუმცა მამაკაცებო, საქმე გაცილებით მარტივად შეიძლება იყოს, თუკი გაცნობისთანავე თქვენი ინტერესის ობიექტთან ფრაზას: "რას აკეთებ ამ საღამოს?" დაბადების თარიღის გამოკითხვით ჩაანაცვლებთ... ამ სვლას ორი დადებითი მხარე აქვს, ჯერ ერთი ქალების 99% გიჟდება ასტროლოგიაზე და მეორეც, იგი ჩათვლის, რომ ისე მოგხიბლათ საბაბს ეძებთ მისთვის საჩუქრის გასაკეთებლად. საამისოდ კი დაბადების დღის თარიღს გამოიყენებთ...

და მხოლოდ თქვენ და ასტროლოგმა იცით რეალურად სად არის ამ დროს "ძაღლის თავი დამარხული"...

თხის რქა

თხის რქა ქალით რომ ნამდვილად მოიხიბლოთ, მასთან ერთად ფაქტობრივად "ათი ფუთი მარილის" თუ არა რამდენიმე ჭიქა ჩაის/ყავის დალევა მაინც მოგიხდებათ. თუმცა ხასიათის ისეთი პლუსებით როგორიცაა ყურადღებიანობა, მოსმენის ნიჭი, სიმშვიდე, გაწონასწორებულობა, ერთგულების უნარი თხის რქა აუცილებლად მოიგებს თქვენს გულს, თანაც დიდი ხნით.

მინუსებს შორის სიჯიუტე, გადამეტებული სიამაყე და პერიოდულად გამოვლენილი სიცივე (თავდაჭერილობა) ითვლება. ამ ქალს არ მოსწონს საკუთარი გრძნობების სახალხოდ აფიშირება. შესაბამისად, ნურც აიძულებთ მას ამის გაკეთებას.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?