მანდილოსნებთან ურთიერთობისას. თუმცა მამაკაცებო, საქმე გაცილებით მარტივად შეიძლება იყოს, თუკი გაცნობისთანავე თქვენი ინტერესის ობიექტთან ფრაზას: "რას აკეთებ ამ საღამოს?" დაბადების თარიღის გამოკითხვით ჩაანაცვლებთ... ამ სვლას ორი დადებითი მხარე აქვს, ჯერ ერთი ქალების 99% გიჟდება ასტროლოგიაზე და მეორეც, იგი ჩათვლის, რომ ისე მოგხიბლათ საბაბს ეძებთ მისთვის საჩუქრის გასაკეთებლად. საამისოდ კი დაბადების დღის თარიღს გამოიყენებთ...
და მხოლოდ თქვენ და ასტროლოგმა იცით რეალურად სად არის ამ დროს "ძაღლის თავი დამარხული"...
მერწყული
მერწყული ქალი ხშირად თქვენივე სამეგობროს წევრია, რაღაც პერიოდის მერე კი აღმოაჩენთ რომ... "რა კარგი გოგო ხარ, რატომ ვერ გამჩნევდი აქამდე"?.. მას საკმაოდ ბევრი პლუსი აქვს ხასიათში... მეგობრული, კომუნიკაბელური, ძალიან კეთილი და ჰუმანურია. უყვარს სტუმრების მიღება-გამასპინძლება, არ ტანჯავს მამაკაცს ეჭვიანობის სცენებითა და ზოგადად, ენდობა მას ბოლომდე.
მინუსად შეიძლება მერწყულის ხასიათში მისი არაპროგნოზირებადი ხასიათი ჩაითვალოს. თქვენ არასოდეს გეცოდინებათ მას რა "წამოუვლის თავში", შესაძლოა მოულოდნელად დაშორებაც მოინდომოს ისე რომ საკუთარი საქციელის მოტივები არც კი აგიხსნათ... თუმცა, მეგობრებად მაინც დარჩებით.