თითეული მანდილოსანს, იმის მიხედვით თუ ზოდიაქოს რომელი ნიშნით მოევლინა ამ ქვეყანას , თავად ორსულობის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა გააჩნია. მოდით თვალი გადავავლოთ, როგორ ახასიათებენ ასტროლოგები ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშანის წარმომადგენლებს ამ კუთხით.
კირჩხიბი
კირჩხიბი მოწოდებით დედაა. ამიტომ იგი, მამობისთვის გამოსადეგ ნებისმიერი პოტენციურ ობიექტთან ნაცნობობისთანავე იწყებს ბავშვის გაჩენაზე ფიქრს. შესანიშნავი მანევრია – თუ ეს ქორწინებამდე მოხდა, მას სასურველი პარტნიორის ხელში ჩაგდება გაუადვილდება, ხოლო თუ ქორწინების შემდეგ – ოჯახურ ფრონტზე გაიმყარებს საკუთარ პოზიციებს. ფეხმძიმობის პირველივე კვირიდან, ქალი კირჩხიბი "ჭეშმარიტი ორსულის" ცხოვრების წესზე გადადის. თავს ანებებს მუშაობას, ერიდება ზედმეტ ემოციასა და დატვირთვას. მოკლედ, ყველაფერს აკეთებს საიმისოდ,რომ პირმშოს ჯანმრთელობას და თავად მის კომფორტს ხელი არაფერმა შეუშალოს. ორსულობისას ქალი კირჩხიბის ისედაც ემოციური ხასიათი, როგორც წესი, პიკს აღწევს. იგი იმდენად სენტიმენტალური ხდება, რომ ტირის ყველგან და ყველაფერზე, მიზეზით თუ უმიზეზოდ. მთავარია, დღეში რამდენჯერმე მაინც მოახერხოს ცრემლების ყოველდღიური დოზის ამოფრქვევა. ამასთან ერთად, იგი მონდომებით ზრუნავს ქმრის ფსიქიკის დამუშავებაზე გაუთავებელი წუწუნითა და პრეტენზიებით, იმის თაობაზე თუ რაოდენ მნიშვნელოვან მსხვერპლზე მიდის იგი, საიმისოდ რომ ამ უკანასკნელს გვარის გამგრძელებელი გაუჩინოს. როგორც მისი დიდი ბებია ამბობდა, "ორსულებს ხომ ცალი ფეხი სამარეში უდგათ", ამიტომ მეუღლე მთელი სიცოცხლე მადლიერი უნდა იყოს მისი, ამხელა სიმამაცის გამოჩენის გამო.