თითეული მანდილოსანს, იმის მიხედვით თუ ზოდიაქოს რომელი ნიშნით მოევლინა ამ ქვეყანას თავად ორსულობის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა გააჩნია. მოდით, თვალი გადავავლოთ, როგორ ახასიათებენ ასტროლოგები ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშანის წარმომადგენლებს ამ კუთხით.
კურო
ბავშვის გაჩენის გადაწყვეტილებას, ბევრი ფიქრისა და აწონ-დაწონის შემდეგ იღებს. იმიტომ, რომ მისთვის აუცილებელია მომავალი შვილისთვის, თუ უნივერსიტეტის არა, კოლეჯში სწავლის ფული მაინც ჰქონდეს გადანახული. აღარაფერს ვამბობ ორსულობისა და ჩვილობის ხანაზე. ამიტომ, ქალი კურო როგორც წესი, შვილის გაჩენაზე ფიქრს, საკუთარი ან მეუღლის ფინანსური მდგომარეობის მაქსიმალურად დასტაბილურების შემდეგ იწყებს, მიუხედავად იმისა, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები თანდაყოლილი დედობრივი ინსტინქტებით გამოირჩევიან და მათგან არაჩვეულებრივი მშობლები გამოდიან.
მართალია, ექიმების მიმართ დიდი სიყვარულით არ გამოირჩევა, მომავალი შვილის კეთილდღეობის მიზნით ქალი კურო, მორჩილად და ზედმიწევნით ასრულებს ექიმის დანიშნულებას მთელი ორსულობის მანძილზე და მაქსიმალურად ხშირად დადის კონსულტაციაზე. ამასთან ერთად, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ორსულობა მათ ხასიათში განსაკუთრებულ ცვლილებებს ან ჭირვეულობას იშვიათად იწვევს. ამიტომ მეუღლისთვის კურო ქალი, ძველებურად მოსიყვარულე და მზრუნველი რჩება.