ორსულობის ჰოროსკოპი - მორიელი

ორსულობის ჰოროსკოპი - მორიელი

ზოდიაქოს რომელი ნიშნით მოევლინა ამ ქვეყანას, თავად ორსულობის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა გააჩნია. მოდით, თვალი გადავავლოთ, როგორ ახასიათებენ ასტროლოგები ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშანის წარმომადგენლებს ამ კუთხით.

მორიელი

ფეხმძიმე მორიელი, ბევრის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიშ სუბიექტს წარმოადგენს. ეს იმიტომ, რომ ბავშვი რომელსაც იგი ელოდება, მისი აზრით, ერთადერთი ადამიანია, რომელიც მისგან ჭეშმარიტ სიყვარულსა და დაცვას საჭიროებს. მორიელის ცხოვრებაში ორსულობა ზოგჯერ სრულიად დაუგეგმავი მოვლენაა, ზოგჯერ კი იგი შვილს ხანგრძლივი ფიქრისა და გათვლების შემდეგ აჩენს. თუმცა, ტესტის დადებითი პასუხი, მის ისედაც არამარტივ ხასიათს კიდევ უფრო ართულებს და ამძიმებს. ფეხმძიმობის პერიოდში იგი მონდომებით თამაშობს როგორც ქმრის, ისე ქმრის ნათესავების და მეზობელ-მეგობრების ნერვებზე. მას ხან მოცხარის არომატის მქონე იოგურტი უნდა დილის ოთხ საათზე, ხან აჟურული კოლჰოტები, სწორი ვერტიკალური ხაზებით – ფეხები უფრო გამხდარი რომ გამოუჩინოს; ხან სცივა, ხან ცხელა; ხან სწყინს, ხანაც სული ეხუთება. მოკლედ, მოდი და გაიგე რა უნდა?

ერთი სიტყვით, მისი კუდი ყოველთვის მზადყოფნაშია საიმისოდ, რომ ნებისმეირი სულიერი დაგესლოს, ვინც მისდა საუბედუროდ ჰორიზონტზე გაჭაჭანდება და თვალში უშნოდ გაეჩხირება ორსულ მორიელს. ქალი მორიელის რისხვის საგანი, ძირითადად ექიმები ხდებიან.  იმიტომ რომ ბუნებით ეჭვიან მორიელს ყოველთვის ეჩვენება, რომ უმეცარი, უპასუხისმგებლო და არაპროფესიონალი მედიკოსებითაა გარემოცული და ამით, მას და მის პირმშოს შესაძლოა საფრთხე შეექმნას. ფეხმძიმე მორიელის მეუღლეს ვურჩევთ, არასოდეს ჩაერთოს დისკუსიაში ცოლთან კამათისას, მანამ სანამ იგი ამ "საპატიო" მდგომარეობაშია და მისი პრეტენზიები, მაქსიმალური სიმშვიდით და მოთმინებით აიტანოს.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?