თავად ორსულობის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა გააჩნია. მოდით, თვალი გადავავლოთ, როგორ ახასიათებენ ასტროლოგები ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშანის წარმომადგენლებს ამ კუთხით.
მშვილდოსანი
მშვილდოსანს ძალიან უყვარს ბავშვები. შესაბამისად, შთამომავლობის გაგრძელების საკითხზე, ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდან ფიქრობს. წინასწარ ნაფიქრი აქვს, რა სახელს დაარქმევს, როგორ გაზრდის, რა სახის განათლებას მისცემს და რამდენ კაციან ქორწილს გადაუხდის მომავლ პირმშოს, იმ დროს როცა ზემოთ ხსენებული ბავშვის პოტენციური მამაც კი არ ჭაჭანებს ჯერ ჰორიზონტზე. როცა ბოლოს და ბოლოს ეღირსება სანატრელი ორსულობა, იგი ძველებურად აქტიური ცხოვრების წესით აგრძელებს ცხოვრებას. ამიტომ ქალი მშვილდოსანის ნახვა უკვე საკმარისად წამოზრდილი მუცლით დისკოთეკაზე ან ღამის კლუბში ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი მოვლენაა. სიცოცხლის მოყვარული მშვილდოსანი, არასოდეს დაკარგავს ძვირფას დროს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გასატარებლად, თუნდაც ამისთვის ისეთი საპატიო მიზეზი გააჩნდეს, როგორიც ორსულობაა. მართალია, მომავალი შვილის ჯანმრთელობაზე და უსაფრთხოებაზე ქალი მშვილდოსანი მონდომებით ზრუნავს, რაც სასარგებლო საკვების მიღებით და ცხოვრების ჯანსაღი წესის მიდევნით განისაზღვრება, თუმცა ექიმებთან ხშირ სიარულში, როგორც წესი, ეს ქალი დროს ნაკლებად ხარჯავს. საქმე იმაშია, რომ მის ოპტიმისტურ ბუნებას, ეჭვიც არ ეპარება ფეხმძიმობის უსაფრთხოდ მიმდინარეობასა და მომავალი შვილის სიჯანსაღეში.