თითოეულ მანდილოსანს, იმის მიხედვით თუ ზოდიაქოს რომელი ნიშნით მოევლინა ამ ქვეყანას, თავად ორსულობის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა გააჩნია. მოდით, თვალი გადავავლოთ, როგორ ახასიათებენ ასტროლოგები ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშანის წარმომადგენლებს ამ კუთხით.
სასწორი
სასწორს, როგორც ვენერას ჭეშმარიტ შვილს ფეხმძიმობის მიმართ ერთობ რომანტიკული დამოკიდებულება გააჩნია. მის ცხოვრებაში ბავშვის თემა დაუგეგმავად მოდის, ოცნების პრინცად წარმოსახულ მორიგ თაყვანისმცემელთან ერთად, რომელიც როგორც ნამდვილ პრინცს შეეფერება ნაკლებად ზრუნავს უსაფრთხო სექსზე. შესაბამისად, რომანტიულად დაწყებული ზღაპარი, სრულიად ბანალური ორსულობის ცხრა თვით გრძელდება, რომლის განმავლობაშიც ქალი სასწორი ცდილობს იყოს მოსიყვარულე მეუღლე და სანიმუშო პარტნიორი. იგი, სიამოვნებით იღებს საკუთარ თავზე საოჯახო საქმეებს, რომელსაც სამზარეულოში ფუსფუსსა და მეუღლეზე ზრუნვასაც უთავსებს. მისთვის მთავარია სახლში ემოციურად სტაბილური და მყუდრო გარემო შეუქმნან და თუკი მას ეს გარემო აკმაყოფილებს, კონსულტაციაზე შეიძლება სულაც აღარ იაროს. ის კი არა, ექიმებისა და წამლების არსებობაც კი დაივიწყოს. სამაგიეროდ აქტიურად ივლის ეკლესიაში, დაკავდება იოგით ან დაიქირავებს კერძო ფსიქოლოგს. ყველაფერი ამის ხარჯზე კი, ორსულობის პერიოდში იგი კიდევ უფრო მომღიმარი, დამყოლი და მოსიყვარულე გახდება.