თუ ზოდიაქოს რომელი ნიშნით მოევლინა ამ ქვეყანას, თავად ორსულობის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა გააჩნია. მოდით, თვალი გადავავლოთ, როგორ ახასიათებენ ასტროლოგები ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშანის წარმომადგენლებს ამ კუთხით.
თევზები
უმეტეს შემთხვევაში ორსულობა თევზი ქალისთვის, საქორწინო კაბის ჩაცმის აუცილებლობას უკავშირდება. მისი აზრით, ოჯახი უბავშვოდ – ეს, მხოლოდ და მხოლოდ, ორი სხვადასხვა სქესის ადამიანის, უმიზნო და წარუმატებელი თანაცხოვრების მცდელობაა. ორსულობის პერიოდში ქალთევზა, მომხიბვლელი სირინოზიდან, რომელმაც თავის დროზე მეუღლე საკუთარი მაცდური შარმით მოხიბლა, აუტანელ ღლავად გადაიქცევა. ეს იმიტომ რომ, ცხრა თვის მანძილზე ვინმეს ნერვების ღრღნა მისთვის აუცილებელია საიმისოდ რომ, ამ მეთოდით როგორმე დააღწიოს თავი მოახლოებულ მშობიარობასთან დაკავშირებულ შიშებს.
თევზი ქალები, თანადაყოლილი სინაზისა და ქალურობის მიუხედავად, ორსულობის დროს, ზედმეტად პირდაპირები და ხისტები ხდებიან გარშემო მყოფთა მიმართ. ექიმთან სიარული ფეხმძიმე თევზისთვის, ლამის დღესასწაულის ტოლფასი მოვლენაა. იმიტომ რომ, მხოლოდ აქ ახერხებს იგი, მისნაირ მდგომარეობაში მყოფი სუსტი სქესის წარმომადგენლებთან დამეგობრებას, წუწუნს და ენის მოქავებას სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებზე. დაქალებს ხომ მისი ორსულობის დეტალები რვაასიათასჯერ აქვთ უკვე მოსმენილი და გადაღეჭილი. შესაბამისად, რა გასაკვირია, რომ ქალთევზას ახალი აუდიტორია ესაჭიროება.