ნიშნის შესახებ უფრო ფართოდ გავშალოთ თემა და ვისაუბროთ მათ გამორჩეულ, ასევე ნეგატიურ თვისებებზე გაცილებით უფრო ამომწურავად. ვასრულებთ მათ თხოვნას და ტრადიციული განაწყენებული კომენტარები რომ ავიცილოთ თავიდან, იმის გამო, რომ ნებისმიერი სტატიების ციკლს ასტროლოგიური თანმიმდევრობის მიხედვით ყოველთვის ვერძის ნიშნით ვიწყებთ ამჯერად, შუიდან მოვყვებით... პირველი სტატია კირჩხიბ მამაკაცებს ეძღვნებათ. თუ ვინ იქნება შემდეგი და კონკრეტულად რა თვისებებზე გავამახვილებთ ყურადღებას ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის შემთხვევაში განსაზღვრავს მკითხველის აქტიურობა სტატიის ქვემოთ არსებული კომენტარების სახით. ამიტომ თუ სურვილი გაქვთ უფრო მალე იხილოთ სტატია თქვენი ნიშნის შესახებ აუცილებლად უნდა მოხვდეთ ტიპ-კომენტარებს შორის.
კირჩხიბი, დედაზე უფრო უკეთესი მამა
რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტში ქექვისას სრულიად შემთხვევით გადავაწყდი ვინ დიზელის ამ გულისამაჩუყებელ ფოტოს და ბუნებრივია, გამიჩნდა სურვილი გამეგო, მაინც ვინ არის ზოდიაქოს ნიშნით ეს კუნთმაგარი და ამასთანავე საოცრად გულჩვილი, მზურნველი კაცი...
არ გამკვირვებია, როცა აღმოვაჩინე, რომ ზოდიაქოს ნიშნით კირჩხიბი ყოფილა. სხვაგვარად როგორ?
ახლა ისე კი ნუ გაიგებთ, რომ კირჩხიბი მამაკაცის გარდა კარგი მამობა სხვა არც ერთ ზოდიაქოს ნიშანს არ შეუძლია. უბრალოდ, კირჩხიბი ამ მხრივ სუპერჩემპიონია და მე გეტყვით რატომ.
1. მას კარგად ესმის სხვისი ემოცები - კირჩხიბი ზოდიაქოს ნიშნებს შორის, ყველაზე ინტუიტიური ნიშანია. ამიტომ მისთვის სავსებით მარტივია გაიგოს რა აწუხებს ქალს, შემდგომ ამისა კი მის პატარას. მამაკაცი კირჩხიბი, უბედნიერესია, როცა იგებს, რომ მამა უნდა გახდეს. იგი 180% და დიამეტრულად იცვლება, მაშინ როცა საკუთარი შვილი აჰყავს ხელში. მისთვის მამობის ტვირთი ცხოვრებაში უდიდესი სტიმული და გამოწვევაა. გამომდინარე იქედან, რომ კირჩხიბისთვის ადვილია სხვისი ემოციების გაგება, მეუღლეს მხარს უჭეს მთელი ორსულობის მანძილზე. ზრუნავს მასზე (ხანდახან მომაბეზრებლადაც კი!) და რაც ყველაზე მთავარია, მუცლად ყოფნის პერიოდიდანვე უშუალო კავშირზეა მომავალ შვილთან.
2. შეუძლია იაზროვნოს როგორც ქალმა - მთვარე, ზოდიაქოს ამ ნიშნის მმართველი პლანეტა კირჩხიბ მამაკაცს ანიჭებს უნარს ზედმიწევნით ზუსტად გაიგოს ქალის ფიქრები და ემოციები. თუ სწორად აღზრდილ ინდივიდთან გვაქვს საქმე, ის აუცილებლად დააფასებს საკუთარ დედას, ხოლო მის შემდეგ მეუღლეს, რომელმაც მუცლით მისი შვილი უნდა ატაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არც ისაა გამორიცხული, რომ პირიქით ეგოისტი და გამოუსწორებლად ინფანტილური კაციც მივიღოთ (აქაც ისევ და ისევ აღზრდის პრობლემაა საქმე!). კირჩხიბისთვის მარტივია გაითავისოს ქალის ფუნქციები, სწორად შეასრულოს ნებისმიერი საქმე, რასაც მამაკაცები ”ჭეშმარიტად ქალურ” მოვალეობებს უწოდებენ. ამასთან ერთად, არ დაკარგოს მამაკაცური მომხიბვლელობაც.
3. შესანიშნავად ეხერხება საჭმლის კეთება - კირჩხიბი კუჭით იმართება, ამიტომ მისთვის საკვების და კვების საკითხი ზოგადად საკრალურად მნიშვნელოვანია. იშვიათად ნახავთ მამრს ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულს, რომელსაც ელემენტარული მანევრების შესრულება არ გამოსდის სამზარეულოში. აღარაფერს ვამბობ კულინარიის ჩემპიონებზე, რომელთა შორისაც ძალზე ხშირად ზუსტად კირჩხიბი ქმრები გვხვდებიან. ამიტომ ბავშვის მოვლის საკითხში კვება და მასთან დაკავშირებული ელემენტები კირჩხიბი მამისთვის აბსოლუტურად იოლი ნიუანსია. მას შეუძლია საათობით დაკავდეს გაჯიუტებული შვილის დაყოლიებით, რათა პატარამ შეაჭამოს მთელი თეფში სუფი, თუმცა ის ისეთ გემრიელ კერძებს ამზადებს, სასვებით შესაძლებელია, ბავშვთან ერთად, ბავშვის დედაც სიამოვნებით დათანხმდეს მათთან ერთად სადილობას.
4. მისი ერთგულება ოჯახის წევრების მიმართ უსაზღვროა - ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, როცა მამაკაც კირჩხიბს საუკეთესო მამის პოზიციაზე წარვადგენთ. კირჩხიბი, რომელიც თავისი არსითა და ბუნებით საკამოდ ფრთხილი, ხშირად ცოტათი მხდალი ინდივიდიც კი მოჩანს სხვების თვალში, საოცრად სახიფათო და სასტიკი ხდება, თუკი ღმერთმა ნუ ქნას მისი ოჯახის წევრებს და პატარას ემუქრება საფრთხე. ოჯახის დაცვა, ეს ის ბერკეტია, რომელსაც კირჩხიბი მორიდებული კაციდან, აბსოლუტურად უმართავ და საშიშ ინდივიდად გადაქცევა შეუძლია. ამიტომ არ არის საჭირო მასკულანური გარეგნობა, მამა კირჩხიბი თქვენს შვილს ნებისმიერი განსაცდელისგან დაიფარავს, საკუთარი სიცოცხლის გაწირვის ხარჯზეც კი, თუ ამას სიტუაცია და გარემოება მოითხოვს.