ფერჯიმ გვართან ერთად ბედიც შეიცვალა

ფერჯიმ გვართან  ერთად ბედიც შეიცვალა

ფერჯი არა მარტო საკუთარი ხმის ტემბრით, სექსუალური იმიჯითა და ეპატაჟური ჩაცმულობითაც გამოირჩევა. პრინციპში, ამ ფაქტში გასაკვირი არც არაფერია, თუ გავითვალისწინებთ მის მზის ზოდიაქოს ნიშანს ვერძში და მთვარეს გემოვნებიან, გლამურულ სასწორში. თუმცა ამჯერად საუბარი ფერჯის ზოდიაქოს ნიშანზე კი არა იმის თაობაზე გვექნება, თუ რას მოუტანს მომღერალს ბოლო პერიოდში მის ცხოვრებაში განვითარებული უმნიშვნელოვანესი მოვლენები. მათგან პირველი და უმთავრესი ვაჟიშვილის დაბადებაა, მეორე კი სახელისა და გვარის ცვლილება. დიახ, დიახ არ მოგესმათ. ფერჯიმ გადაწყვიტა სახელი და გვარი ოფიციალურად, ყველა წესის დაცვით შეეცვალა და ამიერიდან იგი სტეისი ენ ფერგიუსონის ნაცვლად, ფერჯი დუჰამელად იწოდება.

ნუმეროლოგიური კუთხით კი მიჩნეულია, რომ სახელის ცვლილება, ბედისწერის ხაზის ცვლილებასთანაა უშუალო კავშირში.

მომღერლის ძველი ვინაობა ასე იშიფრება :

Stacy Ann: 1+2+1+3+7=14, 1+4=5 (Stacy); 1+5+5=11, 1+1=2 (Ann); 5+2=7.

Ferguson: 6+5+9+3+1+6+5=35, 3+5=8.

მივიღეთ ორი მთავარი ციფრი 7 და 8

ციფრი შვიდი – ადამიანი ცენტრალური ფიგურაა ნებისმიერ საქმიანობაში, ის არის ჯგუფის ლიდერი და მთავარი მამოძრავებელი ძალა, მაგრამ მას ხშირად აქვს პრობლემები პირად ცხოვრებაში.

ციფრი რვა – ორგანიზატორული შესაძლებლობების მქონე ადამიანზე მიანიშნებს, მას აქვს კარგი ფინანსური ალღო. არცთუ ძალიან მფლანგველი, ფრთხილი და წინდახეული ადამიანია ზოგადად ფულთან მიმართებაში და კარგად ახერხებს დაგროვილი დოვლათის შენარჩუნებას ან გაზრდას.

ფერჯი საყვარელ მეუღლესთან ჯოშ დუჰამელთან ერთად,  რომლის გამოც მომღერალმა გვარის შეცვლა გადაწყვიტა

Astrologia

ახლა კი განვიხილოთ რა მივიღეთ ფერჯის ახალი ვინაობის გამოანგარიშებით:

Fergie = 6+5+9+9+5= 37, 3+7=10, 1+0=1

Duhamel = 4+3+8+1+4+5+3= 28, 2+8=10, 1+0=1

ორი ერთიანი! ნუმეროლოგთა აზრით სახელსა და გვარში ორი ერთიანის წყვილი ადამიანს უნიკალური შესაძლებლობებით აჯილდოვებს. იგი ხდება ნოვატორული იდეების გენერატორი. მას აქვს ძალა სრულიად ახალი სიტყვა თქვას პროფესიული საქმიანობის კუთხით. ფერჯის კი სწორედ ეს სჭირდება ამ ეტაპზე. მან ბოლომდე ამოწურა საკუთარი შესაძლებლობები ძველი ვინაობის ენეგრეტიკით, ამჯერად კი მას ესაჭიროება გაიმყაროს მიღწეული პოზიცია, ეძებოს გამოხატვის ახლებური გზები და რაც მთავარია გზა გაუკვალოს ახალ სიცოცხლეს – ერთიანი კი ნუ დაგვავიწყდება, ყველაფრის საწყისის სიმბოლოა, ამიტომ იგი შესანიშნავად დაეხმარება ახალბედა დედას და სულ სხვა ვინაობის მქონე "ახალ ფერჯის" წარმატების მიღწევაში.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?