პრობლემური მამაკაცი - ვერძი

პრობლემური მამაკაცი - ვერძი

მამაკაცების ფსიქოტიპისა და მათთან პრობლემური ურთიერთობების დარეგულირების თემაზე. ვასრულებთ მათ სურვილს და დღეიდან ეტაპობრივად გთავაზობთ, ძლიერი სქესის პრობლემური წარმომადგენლების დახასიათებას. მათთან ურთიერთობის მოგვარების გზებსა და კომპრომისის ხელოვნებას.

პრობლემური მამაკაცი – ვერძი

ვერძი მამაკაცის სისუსტე მისი ინფანტილურობა და სიფიცხეა. ამიტომ ქალი, რომელსაც მისი გულის მოგება უნდა, მის ხასიათში ამ ორ ნაკლს აუცილებლად უნდა შეეგუოს. მას არ მოსწონს როცა ვინმე ჭკუას არიგებს, მით უმეტეს თუ ეს "ვინმე" მისი საყვარელი ქალია. ასევე არ მოსწონს ზედმეტად მიწებებული და სიყვარულით გადამკვდარი ქალბატონები. ამიტომ იყავით მის გვერდით, მაგრამ პარალელურად საშუალება მიეცით მოენატროთ ხოლმე. ვერძი წინააღმდეგობრივი ნიშანია. მას თავი არც ძალიან უნდა მოაბეზრო, არც მოანატრო.

როგორ მოვაწონოთ თავი – იყავით ბუნებრივი, მეგობრული და ხალისიანი. აუცილებელია, მუდმივად შეგეძლოთ მის გაოცება საკუთარი ხასიათის თვისებებით. ვერძ კაცს გვერდით არასტანდარტული ქალბატონი სჭირდება.

როგორია იგი როგორც ქმარი – ვერძების უმრავლესობა, დიდად ვერ ანსხვავებს როგორია ცხოვრება ქორწინებამდე და ქორწინების შემდეგ. ამიტომ ქმრის ამპლუაშიც ისევე გააგრძელებს მოქცევას, როგორც შეყვარებულობისას იქცეოდა. მაგალითად, დილით რომ სამსახურში წავა, კითხვაზე ელოდოთ თუ არა მას სადილად, შეიძლება გიპასუხოთ, რომ ისიც კი არ იცის ვახშამზე მაინც თუ შემოგიერთდებათ. მისთვის ქორწინება ბორკილებთან არ ასოცირდება, ამიტომ ნუ შეეცდებით მას ამის შეგრძნება შეუქმნათ.

როცა მას ურთიერთობის გაწყვეტა სურს – ვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მამაკაცი ფიცხი და ემოციურია. ამიტომ მისგან ხმაურიან რეპლიკებსა და ეჭვიანობის სცენებს არაერთგზის უნდა ელოდოთ. თუმცა, როცა იგი ბოლო ხმაზე ღრიალებს რომ "მორჩა, ამით სამუდამოდ დამთავრდა ყველაფერი", მისი ეს გამოხტომა სანერვიულოდაც კი არ ღირს. ასე იგი საკუთარ აგრესიას "ანიავებს". სამაგიეროდ, თუკი მან სერიოზულად გადაწყვიტა პარტნიორთან ურთიერთობის გაწყვეტა საეჭვოდ წყნარი, მშვიდი და სფინქსივით მდუმარე გახდება. ასე რომ, ძვირფასო ქალბატონებო გაითვალისწინეთ ის, რომ ვერძის სიმშვიდე, მის განრისხებაზე უფრო საშიშია!

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?