ტყუპი
ტყუპი უცბად აჰყვება ხოლმე ემოციებს და ჰგონია, რომ შეყვარებულია. აჟიტირებულები ყოველდღე ხვდებიან კაცს, სწერენ და ურეკავენ მას აქტიურად, შემდეგ კი ინტერესი უნელდებათ, თითქოს სათამაშო დაუძველდათ და ბავშვივით მასთან თამაში აღარ უნდათ, ახალი ურჩევნიათ. ტყუპი თავისი ქარიზმით აჯადოებს მამაკაცს, სწრაფად და ძლიერად აყვარებს თავს, რადგან სიცოცხლის პულსზე ადებინებს ხელს და რუტინიდან გამოჰყავს, თითქოს ჭაობიდან ამოათრიაო. ამიტომ, როცა ამ ნიშნით დაბადებული ქალები კაცებთან ურთიერთობას წყვეტენ, ყოფილი პარტნიორები არა მარტო განშორებისგან იტანჯებიან, არამედ ცხოვრების ხიბლს ვეღარ აღიქვამენ და დეპრესიაში ვარდებიან.
ლომი
ლომს პარტნიორზე მეტად საკუთარი თავი უყვარს, ამიტომ დილემის წინაშე რომ აღმოჩნდეს: "კარიერა თუ სიყვარული?“ ან "პირადი კეთილდღეობა თუ პარტნიორთან ერთად გაჭირვება?“ აუცილებლად საკუთარ თავს აირჩევს, მამაკაცი კი, რომელიც ამ ქალთან ერთად დაბერებას გეგმავდა, ძალიან გულნატკენი და იმედგაცრუებული დარჩება. სამაგიეროდ, სანამ ლომი თქვენთან ერთად არის, თავს ძალიან ბედნიერად გაგრძნობინებთ.
ქალწული
ქალწული საყვარელ კაცს შენიშვნებით აავსებს; მუდმივად შეცდომაზე მიუთითებს; სურს, რომ უკეთესობისკენ შეცვალოს და თავის სტანდარტებს მოარგოს. ეს ყველაფერი ძალიან თრგუნავს კაცს და არასრულფასოვნების კომპლექსს უვითარებს, თუ სათნადოდ თავდაჯერებული და ჩამოყალიბებული არ არის. საბოლოო ჯამში, ქალწული ვერ გარდაქმნის პარტნიორს და მისი მიტოვება უწევს, რადგან ურთიერთობა უფრო და უფრო იძაბება, თითქმის ყოველდღე ერთსა და იმავე საკითხებზე უწევს ჩხუბი. კაცი განადგურებული რჩება და ახალი ურთიერთობის წამოწყებისგან თავს იკავებს - ეშინია, იგივე არ განმეორდეს, ან ფიქრობს, რომ შესაძლოა სიყვარულის ღირსი არ არის.
სასწორი
სასწორი პარტნიორისგან ყოველთვის ტონუსში ყოფნას და მის განებივრებას მოითხოვს. ამ ნიშნით დაბადებულ ქალს ჰაერივით სჭირდება ყურადღება, კომპლიმენტები, საჩუქრები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომანტიკული გარემო! თუ სასწორს სამზარეულოში დასმას დაუპირებთ და მასთან სექსს რუტინად აქცევთ, რომელის ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ან გასამრავლებლად გჭირდებათ, ის თქვენდამი ყინულივით გაცივდება და აუცილებლად მიგატოვებთ. სასწორი დიდი ალბათობით ისტერიკის გარეშე წავა, მაგრამ მისი წასვლა ძალიან ატკენს მამაკაცს, თავმოყვარეობასაც შეულახავს და სინდისის ქენჯნასაც აგრძნობინებს.
მორიელი
მორიელი სხვებისთვის ტკივილის მიყენების დიდოსტატია - მას შეუძლია სუნთქვის შეკვრამდე, სრულიად გიჟურად შეგაყვაროთ თავი, ისე რომ მისი გულისთვის ყველაზე მაღალი შენობიდან გადმოხტომისთვისაც მზად იყოთ, მერე კი თქვენით მანიპულირება დაიწყოს. ამ ნიშნის ქალებისთვის სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია, ისევე როგორც სიძულვილს აშორებს სულ ცოტა სიყვარულამდე, ამიტომ ყოველთვის ბეწვის ხიდზე გადის - ზოგჯერ მთელი არსებით ეზიზღებით, ზოგჯერ კი თქვენით სუნთქავს. მაშინ როცა ვერ გიტანთ, ყველა იარაზე გაჭერთ ფეხს და ამით ტკბება, მაგრამ როგორც კი თქვენდამი სიყვარული დაუბრუნდება, იდეალურ პარტნიორად იქცევა. ეს ანგრევს კაცს და ბოლოს დეპრესიაშიც აგდებს, იბნევა და ვეღარ ხვდება, როგორ მოიქცეს.