ვერძი
თქვენი იდეალური ბიჭი - ლი შანგი "მულანიდან"
დამოუკიდებელ და ამბიციურ ვერძს მხოლოდ ასეთი ბიჭი შეეფერება, ვინც ყველა ახალ წამოწყებაში მხარს აუბამს. ზედმეტ მზრუნველობასა და ყოველი ნაბიჯის გაკონტროლებას ვერძი ვერ აიტანს.
კურო
თქვენი იდეალური ბიჭი - ალადინი
თუ თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცს არ ეძებთ, ალადინი სათქვენოა. ის კომფორტს შეგიქმნით ყველგან და მის გვერდით მუდამ საინტერესო თავგადასავალი გელით.
ტყუპი
თქვენი იდეალური ბიჭი - ჰერკულესი
საოცრად ცნობისმოყვარეა და მუდამ ეცლება გასართობად. სწორედ ჰერკულესია ის პრინცი, ვის გვერდითაც თავს დაცულად და საინტერესოდ იგრძნობთ.
კირჩხიბი
თქვენი იდეალური ბიჭი - პრინცი ერიკი
მამაკაცში ყველაზე მეტად მზრუნველობასა და ყურადღებას აფასებენ. პრინცი ერიკი ნამდვილი რომანტიკოსია და საყვარელი გოგონას გამო ყველაფერს გააკეთებს.
ლომი
თქვენი იდეალური ბიჭი - ფლინ რაიდერი
საიმედოობა, ერთგულება და იუმორის გრძნობა - აი, რას აფასებს ლომი მამაკაცში. ფლინ რაიდერი თქვენი იდეალური ვარიანტია. მხიარული, კეთილი და გონიერიც.
ქალწული
თქვენი იდეალური ბიჭი - პრინცი კონკიადან
საიმედო და მყარი კავშირი სურს. მამაკაცში საიმედოობასა და მზრუნველობას აფასებს. ის ცალი ქოშითაც გიპოვით და Iნსტაგრამ-ზეც.
სასწორი
თქვენი იდეალური ბიჭი - ადამი "ლამაზმანი და ურჩხულიდან"
ადამიანებში სიკეთეს აფასებთ, სიტყვებს კი არა, ქცევას. თქვენ გამო ადამიანი უკეთესი უნდა გახდეს. ასეთი ადამია.
გაგრძელება წაიკითხეთ marao.ge –ზე.