"ოჰ, ეს ქალები "- პლუსები და მინუსები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - კირჩხიბი

"ოჰ, ეს ქალები "- პლუსები და მინუსები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - კირჩხიბი

ურთიერთობისას. თუმცა მამაკაცებო, საქმე გაცილებით მარტივად შეიძლება იყოს, თუკი გაცნობისთანავე თქვენი ინტერესის ობიექტთან ფრაზას: "რას აკეთებ ამ საღამოს?" დაბადების თარიღის გამოკითხვით ჩაანაცვლებთ... ამ სვლას ორი დადებითი მხარე აქვს, ჯერ ერთი ქალების 99% გიჟდება ასტროლოგიაზე და მეორეც, იგი ჩათვლის რომ ისე მოგხიბლათ საბაბს ეძებთ მისთვის საჩუქრის გასაკეთებლად. საამისოდ კი დაბადების დღის თარიღს გამოიყენებთ...

და მხოლოდ თქვენ და ასტროლოგმა იცით რეალურად სად არის ამ დროს "ძაღლის თავი დამარხული"...

იმ შემთხვევაში თუ კირჩიბმა დაგახვიათ თავბრუ... წუწუნით თუ იდუმალი სილამაზით არ აქვს ამას მნიშვნელობა. იცოდეთ, ამ ქალს ხასიათში ბევრი კარგი თვისება და პლუსი აქვს. პირველ რიგში კი იგი საუკეთესო ცოლი, დედა და ბებია იქნება სამომავლოდ თქვენი შვილიშვილებისთვის... მაგრამ, არცთუ სახარბიელო დედამთილი (თუმცა ამაზე სხვა დროს). მას შესანიშნავად ეხერხება საჭმელების კეთება და უბრალოდ,  გენეტიკურ დონეზე იცის როგორ მოამზადოს გემრიელი ხინკალი ან ჩიხირთმა.

მინუსებს რაც შეეხება მართალია, გზა მამაკაცის გულისკენ კუჭზე გადის, მაგრამ ცოტა "დანაღმულია" კირჩხიბის ეჭვიანობის, სიტუაციის დრამატიზირების და პერიოდული მელანქოლიურობის გამო, რომელსაც საპატიო "თავი მტკივა"-ს აკომპანიმენტი ამშვენებს ზოგჯერ ღამის საათებში.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?