თუ ვერძმა მობილურს ბლოკი დაადო ან საუბრისას იმალება, ყური რომ არავინ დაუგდოს, უსათუოდ რაღაცას მალავს, თუმცა საიდუმლო სამსახურთან, ფულთან და ავანტიურასთან იქნება დაკავშირებული, და არა ღალატთან.
თუ კურო უცნაურად იქცევა, მას რაღაცის ეშინია ან აშანტაჟებენ.
თუ ტყუპმა გადაკეტა ყველა კარი, რომლითაც უწინ მის პირად სივრცეში აღწევდით, შესაძლოა ფლირტაობს შემთხვევით გაცნობილ ქალთან, კოლეგასთან, კლიენტთან ან ძველ მეგობართან.
თუ კირჩხიბმა მობილურს პაროლი დაადო, არ სურს რომ ვინმემ თქვენი საერთო ინტიმური ფოტოები ნახოს, ასევე იცავს "ნოუთებში" შენახულ ლექსებსა და "მესინჯერში" არსებულ მნიშვნელოვან მიმოწერებს. რატომ არ შლის? იმიტომ, რომ არასდროს იცის როდის გამოადგება ე.წ. "სქრინები." თუ კირჩხიბი სხვა ოთახში იპარება სასაუბროდ, შესაძლოა სიურპრიზს გიმზადებდეთ.
თუ ლომმა მობილურს პაროლი დაადო, სამეგობროს ან კოლეგებს უმალავს პირად დეტალებს. არ სურს, რომ როცა მაგიდაზე დარჩება მოილური, ვინმემ მის ფაილებში დაიწყოს ქექვა. თუ ლომი თქვენ გასაგონად აღარ საუბრობს, სამსახურში პრობლემები აქვს და არ უნდა, რომ გაგიმხილოთ. ეშინია, რომ იმედს გაგიცრუებთ და თქვენ თვალში დამდაბლდება.
თუ ქალწულმა მობილურს პაროლი დაადო, ამაში გასაოცარი არაფერია. უცნაური ის უფრო იქნებოდა, პაროლი რომ არ ჰქონოდა. რაც შეეხება ზარებს, ნუ დაგავიწყდებათ რომ ქალწული ის ნიშანია, რომელიც სამსახურსა და პირად ცხოვრებას ერთმანეთისგან რადიკალურად მიჯნავს და არ სურს, ოჯახისთვის დათმობილი საათები საქმანი საუბრით გააფუჭოს.
თუ სასწორმა მობილურს პაროლი დაადო, ე.ი. ლამაზი და გამომწვევი ქალების ფოტოებით აუვსია გალერეა და არ უნდა, რომ თვალი მოჰკრათ. იცის, რომ გეწყინებათ. თუ სასაუბროდ აივანზე ან სადარაბზოში გადის, ძმაკაცთან იმ შინაარსის დიალოგი აქვს, რაც გაგაღიზიანდებდათ. უბრალოდ, კონფლიქტი აირიდა.
თუ მორიელმა მობილურს პაროლი დაადო ან სასაუბროდ საპირფარეშოში იკეტება ხოლმე, თქვენს ნდობას ცდის. აინტერესებს, როგორ მოიქცევით, ისტერიკა დაგემართებათ?
თუ მშვილდოსანმა მობილურს პაროლი დაადო, რა თქმა უნდა, გღალატობთ. ნუ გაამართლებთ მის საქციელს და თავსაც ნუ დაიბრმავებთ.
თუ თხის რქამ მობილურს პაროლი დაადო ან სატელეფონო საუბრებს აღარ გასმენინებთ, მას კონფედენციალური ინფორმაცია აქვს, რომლის გავრცელებამაც შესაძლოა ბიზნესს ავნოს ან პოსტი დააკარგვინოს.
თუ მერწყულმა მობილურს პაროლი დაადო, ვიღაცას სწერს. თუ ურეკავენ და თვალს ეფარება, შესაძლოა ამ ქალს ხვდებოდეს კიდეც.
თუ თევზებმა მობილურს პაროლი დაადეს, ნუ ატეხავთ განგაშს, არაფერიც არ ხდება. ხოლო, თუ ამ ნიშნით დაბადებული ჩუმად საუბრობს მობილურზე, შესაძლოა ძმაკაცებს პირად პრობლემებს უზიარებდეს.