ვერძი
ვერძი არ ტოვებს პარტნიორს, რადგან ძალიან დიდი დრო და ენერგია მოახმარა ამ ურთიერთობას. ამ ნიშნით დაბადებული არასდროს გაატანს ქარს წარსულის დღეებს, როდესაც საყვარელი ადამიანისკენ მიმართავდა მთელ ენერგიას, ბოლოს და ბოლოს, შეეძლოა იმ პერიოდში ჰობისთვის, ახალი საქმისთვის ან კარიერისთვის დაეთმო დრო, მაგრამ მეორე ნახევარი აირჩია! ის ვერ ელევა არა თქვენ პიროვნებას, არამედ ძვირფას წუთებს, რომელიც, თურმე, ფუჭად დაუხარჯავს - ამას, რა თქმა უნდა, არასდროს აღიარებს.
კურო
კუროს ეზარება ახალი ურთიერთობის წამოწყება, ურჩევნია ამჟამინდელ პარტნიორთან დარჩეს, თავი სტაბილურად იგრძნოს და არ გადაეშვას მძაფრი გრძნობების მორევში, ვიდრე ძებნა დაიწყოს, მაგრამ არ იცოდეს, როგორ დასრულდება მისი მცდელობა. ეს ნიშანი პარტნიორთან რჩება იმიტომ, რომ ვერავინ აძლევს გარანტიას, მომავალი ურთიერთობა უკეთესად წარიმართებაო.
ტყუპი
ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს იშვიათად უყვარდებათ სიღრმისეულად და თუ თქვენდამი სწორედ ასეთი გრძნობა გაუჩნდათ - მაშინაც კი, თუ მოგვიანებით გაუნელდათ - ჩათვლიან, რომ სხვას მაინც ვეღარ შეიყვარებენ. შესაძლოა აღარ უყვარდეთ, მაგრამ პატივს სცემს თავის ძველ ემოციებსა და განცდებს.
კირჩხიბი
კირჩხიბს ეშინია, რომ პარტნიორის დაკარგვას ინანებს. სწორედ შედეგების შიში აკავებს მეორე ნახევართან, როცა აღარ უყვარს. არსებობს მეორე ვარიანტიც, როცა კირჩხიბი განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობს შეყვარებულის/მეუღლის წინაშე და არ შეუძლია მას გაექცეს.
ლომი
ლომს მოსწონს იდეა, რომ მისთვის ერთადერთი ადამიანი შეიქმნა დედამიწაზე და, თუ უკვე თქვენ აგირჩიათ ამ როლისთვის, არ გადათქვამს. ლომი რჩება ურთიერთობაში, მაშინ როცა აღარ უყვარს, იმიტომ რომ საკუთარ არჩევანს პატივს სცემს.
ქალწული
ქალწულის აზრით, დროის სვლასთან ერთად გრძნობების განელება ბუნებრივი პროცესია, ამიტომ საგანგაშოდ არ მიიჩნევს პარტნიორისადმი ინტერესის კლებას, პირიქით, თვლის, რომ ახალ ეტაპზე გადავიდნენ, ყველაფერი დასტაბილურდა და კალაპოტში ჩადგა, ამიტომ შეუძლია სხვა ფლანგს მიხედოს.
სასწორი
სასწორი ურთიერთობაში რჩება, თუ პარტნიორებს შორის ჯერ კიდევ იბმება რომანტიკული ძაფები. დიახ, მას შეიძლება აღარ უყვარდეს, მაგრამ კომფორტისა და რომანტიკის ხათრით დარჩეს.
მორიელი
მორიელი არ მიდის, რადგან მესაკუთრე და ეჭვიანია. მაშინაც, როცა აღარ უყვარს პარტნიორი, ვერ ეგუება იმ აზრს, რომ შესაძლოა მან ახალი ურთიერთობა წამოიწყოს.
მშვილდოსანი
ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი არ დარჩება პარტნიორთან, თუ ის აღარ უყვარს. ასე რომ, თუ მშვილდოსანი თქვენ გვერდითაა, ეჭვს ნუ შეიტანთ მის გრძნობებში. შესაძლოა ხშირად არ გირეკავდეთ ან გნახულობდეთ, მაგრამ ძალიან უყვარდეთ. უბრალოდ, თავისუფალი სულია, რომელიც არავის და არაფერს ეჯაჭვება.
თხის რქა
თხის რქა არავითარ შემთხვევაში გაჰყოფს თავს ახალ ურთიერთობაში, რადგან ახალი პარტნიორის მოთხოვნების მიღება გაუჭირდება, ისე როგორც მისთვის ხასიათის შეთავსება და კომპრომისზე წასვლა.
მერწყული
მერწყული პარტნიორთან რჩება, რადგან სხვა ადამიანებისთვის თავისი უცნაურობების ახსნა უჭირს. რთული საპოვნელია ის, ვინც გიჟად არ ჩათვლის და სერიოზულ ურთიერთობას გააბამს მასთან.
თევზები
მაშინაც, როცა თევზებს აღარ უყვართ, ეჩვენებათ, რომ შეყვარებულები არიან, რადგან სიყვარული და შეჩვევა ერთმანეთში ერევათ. ასევე, შესაძლოა ამ ნიშნით დაბადებულს მეორე ნახევარი ეცოდებოდეს.