აბსოლუტურად განსხვავებულად აღიქვამენ. მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, ზოდიაქოს ნიშანიც დიდწილად განაპირობებს იმას, თუ როდის და რა შემთხვევაში ღალატობენ მამაკაცები მეორე ნახევარს.
ვერძი
ღალატობს მაშინ, როცა პარტნიორი ზედმეტად ძალაუფლებისმოყვარე, პრეტენზიული და მომთხოვნია. ან მაშინ, როცა აღარ უყვარს. თუმცა, მისი ღალატი უმეტეს შემთხვევაში "ფართოდ აფიშირებული" თემაა. იგი იშვიათად მალავს ახალ გატაცებას და ნაკლებად ეხერხება ორმაგი თამაში.
კურო
თუკი ქალი ცხოვრების თანამგზავრად აირჩია ძნელად და უხალისოდ ღალატობს. მიზეზი შეიძლება იყოს პარტნიორის არამდგრადი ხასიათი, ზედმეტი ეგოიზმი ან ნაკლები მზრუნველობა. კურო ღალატობს მაშინ, როცა პარტნიორთან კომფორტის (ემოციური, ფიზიკური) ნაკლებობას განიცდის.
ტყუპი
საკმაოდ მარტივად მიდის ღალატზე და ამას დიდ ტრაგედიად არ თვლის. ტყუპს გამუდმებით ესაჭიროება ახალ-ახალი შთაბეჭდილებები, ძირითადად ემოციურ-მენტალური კუთხით. ამიტომ ფიზიკურ ღალატზე მეტად ასეთი მამრები ფლირტისკენ და მოკლევადიანი გატაცებისკენ უფრო არიან მიდრეკილნი. ღალატობს მაშინ, როცა მეუღლე ინტელექტუალურად უინტერესო და ერთფეროვანი ხდება. კომუნიკაცია ნაკლებია მასთან ან ოჯახური რუტინა ასუსტებს ვერბალურ კონტაქტს მასა და პარტნიორს შორის.
კირჩხიბი
ძნელად, მაგრამ ძალიან ოსტატურად ღალატობს პარტნიორს. ასე რომ, მისი გამოჭერა "ფაქტზე" ძალიან რთული იქნება მეორე ნახევრისთვის. ღალატობს ძირითადად მაშინ, როცა მეუღლის მხრიდან ზრუნვა, მაქსიმალური სითბო და ყურადღება აკლია. ან იმ შემთხვევაში თუ თავად ეჭვობს, რომ მოსალოდნელია უღალატონ.
ლომი
როგორც წესი, ერთგულია მანამ სანამ გრძნობს, რომ პარტნიორს მთელი გულით უყვარს. საკმარისია ამ უკანასკნელმა ეს სიყვარული ბავშვებზე, ოჯახის წევრებზე ან სამსახურეობრივ მოვალეობებზე გადაანაწილოს, ლომი თავს შეურაცხოფილად იგრძნობს. ღალატობს მაშინ, როცა თვლის, რომ ვერ იღებს დამსახურებულ და საკმარის სიყვარულს მეორე ნახევრისგან.
ქალწული
უხალისოდ და იშვიათად ღალატობს. ქალწულის ბუნებაში ძალიან ძლიერია ე.წ. "მიჩვევის" მომენტი. ამიტომ შეჩვეულ პარტნიორს, რაც არ უნდა ცუდი იყოს იგი, ქალწული ძნელად ღალატობს. ღალატობს, ძირითად მაშინ, როცა მეუღლე საკმარისად არ ზრუნავს მასზე ან უთავბოლოდ ანიავებს მის ქონებას.
სასწორი
საკმაოდ ხშირად ღალატობს, თუმცა ყოველთვის ნანობს ამის გამო. მისი ღალატი ძირითადად უწყინარი ფლირტით იწყება. სასწორისთვის აუცილებელია ქალთა საზოგადოება და ფლირტი საიმისოდ, რომ თავი მუდამ "ფორმაში" იყოს. ღალატობს მაშინ, როცა ხათრს ვერ უტეხავს აბეზარ თაყვანისმცემლებს.
მორიელი
როგორც წესი, იშვიათად ღალატობს მეუღლეს. თუ მაინც ღალატობს იმდენად დახელოვნებულია ამ მხრივ, რომ მისი გამოჭერა ფაქტობრივად შეუძლებელია. ღალატობს ძირითადად მაშინ, როცა პარტნიორი სექსუალური თვალსაზრისით ბოლომდე ვერ აკმაყოფილებს. ხშირად მისი ღალატის მიზეზი, ექსტრიმის სიყვარულსაც ეფუძნება – მოსწონს სამართებლის პირზე სიარული.
მშვილდოსანი
ძალიან ხშირად და ყოველთვის გაუცნობიერებლად ღალატობს. მისი ღალატი თითქმის ყოველთვის დაუგეგმავი და გაუთვალისწინებელია. ხშირად სიტუაციობრივიც. ღალატობს მაშინ, როცა თვლის, რომ მეუღლე მისთვის აქამდე მისაღებ ქალის იდეალს არ შეესაბამება.
თხის რქა
იშვიათად ღალატობს პარტნიორს. თუ მაინც ღალატობს, კარგად ეხერება კვალის დაფარვა და მეუღლე იშვიათად იგებს მისი "გმირობების" შესახებ. ღალატობს, როცა პარტნიორის მხრიდან ზრუნვა და პატივისცემა აკლია.
მერწყული
ხშირად და მარტივად ღალატობს. თუმცა, მისი ღალატის შესახებ მეუღლემ რომც გაიგოს, ისე აურევს ამ უკანასკნელს დავთრებს, რომ თავადვე გაუჭირდება გაერკვეს ტყუილ-მართალში. ღალატობს ძირითადად მაშინ, როცა მეუღლის ინტელექტუალური დონე არ აკმაყოფილებს ან ვერბალური კომუნიკაციის დოზა იკლებს ურთიერთობაში.
თევზები
მიდრეკილება რომ უღალატოს პარტნიორს ნაკლებად აქვს, მაგრამ ხშირად ხათრის გამო "შემოეღალატება" ხოლმე. თუმცა, სიტუაციის სათავისოდ წარმოჩენა და თავის გამართლება შესანიშნავად ეხერხება მაშინაც კი, როცა დღესავით ნათელია რომ მოღალატეა. ღალატობს ძირითადად იმ მიზეზის გამო, რომ ცდუნებას ვერ უძლებს ან ემოციურ დისკომფორტს განიცდის მეუღლესთან ურთიერთობაში.