რატომ ღალატობს ქალი - კირჩხიბი

რატომ ღალატობს ქალი - კირჩხიბი

გენდერულ თანასწორობაზე დავას დავივიწყებთ, ჩვენს ქვეყანაში ქალის მხრიდან ჩადენილი ეს ქმედება გაცილებით უფრო მეტ განსჯა-ქილიკს იწვევს, ვიდრე მამაკაცის მიერ დაშვებული იდენტური სახის შეცდომა. ეს იმიტომ რომ, როგორც ამბობენ, ქალი არასოდეს ღალატობს ჰორმონებს აყოლილი ანუ "უბრალოდ ისე". მოდით, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ვცადოთ იმის გარკვევა, თუ რა უბიძგებს ამა თუ იმ ნიშნის სუსტი სქესის წარმომადგენელს ღალატისკენ.

კირჩხიბი

ქალი კირჩხიბი მოსიყვარულე, თბილი და უზომოდ სენტიმენტალური ნატურაა. იგი ადვილად არც ერთ მამაკაცს არ უშვებს გულთან ახლოს. თუმცა, თუ ხანგრძლივი დაკვირვების და შესწავლის შემდეგ, მაინც გადაწყვიტა ამ უკანასკნელის "საკუთარ სივრცეში" შეშვება, მისგან მაქსიმალურ ყურადღებასა და ზრუნვას მოითხოვს შემდეგ. ღალატზე კირჩხიბი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიდის, თუკი საყვარელი ადამიანი პირველი ატკენს გულს მას იგივე საქციელით. როგორც წესი, კიბო ძალიან კარგი სტრატეგია, ამიტომ ქალი კირჩხიბი ჯერ დეტალურად შეისწავლის პარტნიორის "სუსტ წერტილებს", შემდეგ კი მოულოდნელი დარტყმით გააოცებს ამ უკანასკნელს, იმ დროს როცა იგი ამას საერთოდ აღარ ელის.

ინსტრუქცია მამაკაცებს: თუკი კირჩხიბი ქალის შენარჩუნება გსურთ, იყავით ყურადღებიანი, მზრუნველი და მოსიყვარულე მის მიმართ. ამასთან ერთად, არასოდეს მისცეთ იმის საბაბი, რომ თქვენს ერთგულებაში ეჭვი შეეპაროს. ღალატის მცდელობაც კი კირჩხიბს საპასუხო შურისძიებისკენ განაწყობს!

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?