რატომ ღალატობს ქალი - კურო

რატომ ღალატობს ქალი - კურო

გენდერულ თანასწორობაზე დავას დავივიწყებთ, ჩვენს ქვეყანაში ქალის მხრიდან ჩადენილი ეს ქმედება გაცილებით უფრო მეტ განსჯა-ქილიკს იწვევს, ვიდრე მამაკაცის მიერ დაშვებული იდენტური სახის შეცდომა. ეს იმიტომ, რომ როგორც ამბობენ, ქალი არასოდეს ღალატობს ჰორმონებს აყოლილი ანუ "უბრალოდ ისე". მოდით, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ვცადოთ იმის გარკვევა, თუ რა უბიძგებს ამა თუ იმ ნიშნის სუსტი სქესის წარმომადგენელს ღალატისკენ.

კურო

ქალი კურო, მიწიერი და საკმაოდ დიდი "მადის" მქონე არსებაა. ამ მადაში, არამხოლოდ კარგად ცხოვრების, ფუფუნების, გემრიელი საკვების მიმართ სიყვარული იგულისხმება, არამედ სექსუალური მოთხოვნილებებიც აქტიურად შედის. აქედან გამომდინარე, კურო ქალი რომელსაც მეუღლე ამ მხრივ ვერ აკმაყოფილებს, არცთუ იშვიათად ხდება საბედისწერო სასიყვარულო სამკუთხედის მსხვერპლი. თუმცა დილემას, ფინანსური სტაბილურობა თუ ვნებიანი საყვარელი, (ანუ ქმარი და ქორწინებისგარეშე პარტნიორი) ხშირად ქალი კურო პირველის სასარგებლოდ წყვეტს. მოგეხსენებათ მაინც მიწიერი ნიშანია კურო.

ინსტრუქცია მამაკაცებს – თუკი კურო ქალის შენარჩუნება გსურთ, არასოდეს დააძალოთ მას რაიმე სახის გადაწყვეტილების მიღება. შეეცადეთ უზრუნველყოფილი გყავდეთ იგი არამარტო მატერიალურად, არამედ ფიზიკური სურვილების დაკმაყოფილების თვალსაზრისითაც.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?