რატომ ღალატობს ქალი - მორიელი

რატომ ღალატობს ქალი - მორიელი

, ჩვენს ქვეყანაში ქალის მხრიდან ჩადენილი ეს ქმედება გაცილებით უფრო მეტ განსჯა-ქილიკს იწვევს, ვიდრე მამაკაცის მიერ დაშვებული იდენტური სახის შეცდომა. ეს იმიტომ, რომ როგორც ამბობენ, ქალი არასოდეს ღალატობს ჰორმონებს აყოლილი ანუ "უბრალოდ ისე". მოდით, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ვცადოთ იმის გარკვევა, თუ რა უბიძგებს ამა თუ იმ ნიშნის სუსტი სქესის წარმომადგენელს ღალატისკენ.

მორიელი

მორიელი ქალი ბუნებით მაქსიმალისტია. ამიტომ იგი საყვარელ მამაკაცთან ურთიერთობაში ბოლომდე იხარჯება და იმავეს მოელის პარტნიორისგანაც. მას შეუძლია იყოს შესანიშნავი ცოლი, ვნებიანი საყვარელი და ერთგული მოკავშირე თქვენთვის, რასაც დამეთანხმებით ბევრი ქალი ვერ შეძლებს, ოღონდ ერთი პირობით – მის გამო, სხვა ქალების არსებობა არამარტო პრაქტიკულად თეორიულადაც უნდა დაივიწყოთ. სერიოზულ ღალატზე არაფერს ვამბობ, უწყინარი ფლირტის შემთხვევაც კი, რომელიც თქვენი მორიელის ყურამდე ადრე თუ გვიან აუცილებლად მივა (ნუ დაგავიწყდებათ, მას არაჩვეულებრივი ინტუიცია გააჩნია) თქვენ მიმართ დაგეგმილი უმოწყალო შურისძიების საბაბი შეიძლება გახდეს. მორიელი არ ცნობს ნახევარტონებს. როცა უყვარს მთელი გულით უყვარს, მაგრამ თუკი შეიძულა ვინმე, ამასაც გულითა და სულით აკეთებს. ამიტომ საშუალოსტატისტიკური ქალისთვის დამახასიათებელ მიდგომას "კაცია და ქალებში გაივლის, აბა რას იზამს" მორიელი კატეგორიულად არ იზიარებს. შესაბამისად, თქვენი გვერდზე თუნდაც ირიბად გახედვის მცდელობა, მისი მხრიდან საპასუხო დარტყმით დაგვირგვინდება. მერწმუნეთ, ამ ქალს მართლაც გააჩნია უნარი ეჭვიანობის მძაფრი ისრების ჩხვლეტა საკმაოდ მტკივნეულად განგაცდევინოთ.

ინსტრუქცია მამაკაცებს: თუ ქალი მორიელის შენარჩუნება და მასთან მშვიდი ურთიერთობა გსურთ, არასოდეს გაბედოთ ღალატზე ფიქრიც კი. ეს ის ქალი არ არის რომელიც ოჯახური სიმშვიდის შესანარჩუნებლად მამაკაცის მხრიდან თუნდაც მოკლევადიან ფლირტს ან გატაცებას შეეგუება. იგი უმალ გაგცვლით სხვაზე, თანაც ისე, რომ თქვენკენ არასოდეს მოიხედავს. მორიელისთვის მოღალატე ადამიანები უბრალოდ აღარ არსებობენ ბუნებაში.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?