რატომ ღალატობს ქალი - ქალწული

რატომ ღალატობს ქალი - ქალწული

გენდერულ თანასწორობაზე დავას დავივიწყებთ, ჩვენს ქვეყანაში ქალის მხრიდან ჩადენილი ეს ქმედება გაცილებით უფრო მეტ განსჯა-ქილიკს იწვევს, ვიდრე მამაკაცის მიერ დაშვებული იდენტური სახის შეცდომა. ეს იმიტომ, რომ როგორც ამბობენ, ქალი არასოდეს ღალატობს ჰორმონებს აყოლილი ანუ "უბრალოდ ისე". მოდით, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ვცადოთ იმის გარკვევა, თუ რა უბიძგებს ამა თუ იმ ნიშნის სუსტი სქესის წარმომადგენელს ღალატისკენ.

ქალწული

ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალები პრაქტიკული აზროვნების უნარითა და წინდახედულებით გამოირჩევიან. ნებისმიერი ქალწული, გონებას არასოდეს "თიშავს" რაც არ უნდა ყურებამდე იყოს შეყვარებული. ამიტომ, ამ ქალის სიმპათია რომ დაიმსახუროს, მამაკაცმა პირველ რიგში მას თავი გონიერებითა და სტაბილურობით უნდა მოაწონოს. თუმცა,  ამ მოწესრიგებულ და მეთოდურ ქალს ერთი დიდი სისუსტე მაინც ახასიათებს. მან "აჩემება" იცის ნივთების, ტანსაცმლის, ადამიანების. ამიტომ თუ ხანგრძლივი ფიქრის, აწონ-დაწონისა და გათვლა-გაანგარიშების შემდეგ, თქვენი კანდიდატურა მიიღო, ხანგრძლივი დროის მანძილზე ჩაგთვლით თავის თანამგზავრად, იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენ მასთან ისე ყურადღებიანი და მოსიყვარულე აღარ იქნებით როგორც ადრე. მაგრამ, დეფინიცია "ხანგრძლივი დროის მანძილზე" სულაც არ ნიშნავს "მარადიულს". თუ ჰორიზონტზე გაცილებით უფრო რესპექტაბელური, მატერიალურად უზრუნველყოფილი და სტაბილური მამაკაცი გამოჩნდა, თქვენი ქალწული მიუხედავად მისი ზოდიაქოს ნიშნის მოკრძალებული სახელწოდებისა, უკანმოუხედავად წავა თქვენგან.

ინსტრუქცია მამაკაცებს : თუ ამ მოწესრიგებული, მოსიყვარულე და მზრუნველი ქალის დაკარგვა არ გინდათ, აჯობებს რეალურად დაანახვოთ თუ როგორ აფასებთ. ნუ შეეცდებით მის მოტყუებას (სულერთია იგი ყველაფერს დეტექტივის სიზუსტით გამოიძიებს) და შეეცადეთ არასოდეს შეარყიოთ მისი ნდობა თქვენ მიმართ.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?