საქმე ისაა, რომ ნებისმიერი მამაკაცის რუკაში არსებობს ორი მნიშვნელოვანი პლანეტა – მთვარე და ვენერა, რომლებიც მასში სასურველი ქალის სტერეოტიპს აყალიბებს. მთვარის მდებარეობა მიანიშნებს იმაზე თუ როგორი ადამიანი ესაჭიროება მამაკაცს ცოლად, ანუ ყოველდღიურ ურთიერთობაში ჰარმონიული თანაცხოვრებისთვის. ხოლო ვენერა განასახიერებს მისთვის ფიზიკურად სასურველ ქალს, რომელიც მას შეიძლება ხშირად ერთი ნახვით შეუყვარდეს, ანუ ქალს რომლის გამოც შესაძლოა თავი დაკარგოს.
ასე და ამგვარად, თუკი მამაკაცის რუკაში მთვარე და ვენერა ერთი და იგივე ან მეგობარ სტიქიაშია განთავსებული, გაცილებით მარტივია მისთვის სასურველ ქალში აღმოაჩინოს ყველა ის თვისება რასაც ცოლისა და საყვარელის ერთობლიობა მოიცავს. ამიტომ ამგვარი ტიპის მამაკაცი, როგორც წესი, იმ ადამიანზე ქორწინდება, ვის მიმართაც გრძნობები უჩნდება. ხოლო ის, ვინც ვენერა-მთვარის კონფლიქტური განლაგების პატრონია პირად კოსმოგრამაში, ხშირად უტოვებს პასუხგაუცემელ კითხვებს ქალს, რომელიც ფიქრობს, რომ ეს უკანასკნელი მასზე თავდავიწყებითაა შეყვარებული და დღეს თუ არა ხვალ ცოლობას სთხოვს. ამ დროს კი იგი, აბსოლუტურად მოულოდნელად ქორწინებდა... სულ სხვაზე. რას ვიზამთ ჩემო კარგებო, მთვარის მოთხოვნები გაცილებით ძლიერია, როცა საქმე ოჯახურ ჰარმონიას ეხება.
დაბოლოს მოკლე ინსტურქცია იმის შესახებ, თუ როგორ გავარკვიოთ რამდენად ჰარმონიულია თქვენი საყვარელი მამაკაცის რუკაში მთვარე-ვენერას ასპექტები:
მეგობრული სტიქიებია – ცეცხლი და ჰაერი, მიწა და წყალი
მტრულად არიან ერთმანეთის მიმართ განწყობილი – ჰაერი და მიწა, ცეცხლი და წყალი, ჰაერი და წყალი, მიწა და ცეცხლი.
ამიტომ თუ თქვენი გულის რჩეული მაინცდამაინც მეორე კატეგორიას განეკუთვნება, სასურველია მისთვის "მთვარის ლედი" იყოთ, ვიდრე "ვენერას ქალბატონი".