ავტორი:

რატომ შეგიყვარდათ ის და არავინ სხვა? - პასუხები მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რატომ შეგიყვარდათ ის და არავინ სხვა? - პასუხები მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც თავისთვის ერთხელ მაინც არ უკითხავს: "რატომ მიყვარს?" ან "სამყაროში უამრავი მამაკაცია/ქალია, რატომ შემიყვარდა მაინცდამაინც ის?" პასუხს ასტროლოგები გთავაზობენ.

თუ ის ვერძია...

პირველ რიგში, თავდაჯერებულობით მოგხიბლათ. ვერძს ნამდვილად სჯერა საკუთარი შესაძლებლობების, იმდენად, რომ თქვენც დაგარწმუნათ თავის ყოვლისშემძლეობაში, ამიტომ მიენდეთ... დაიჯერეთ - და სწორადაც მოიქეცით - რომ ის თქვენი ყველა პრობლემის მოგვარებას შეძლებს. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი გიყვართ მისი შინაგანი (ზოგ შემთხვევაში ფიზიკური) ძალის, ამტანობის, მიზანდასახულობისა და თვითრწმენის გამო.

თუ ის კუროა...

იმის შემდეგ რაც კურო ურთიერთობას სტატუსს მიანიჭებს, ყურებზეც გაივლის, ოღონდ პარტნიორს ასიამოვნოს. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი გიყვართ იმიტომ, რომ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი ბედნიერებაა და შეუძლიათ უკანა პლანზე გადასწიონ თავიანთი სურვილები და მისწრაფებები.

თუ ის ტყუპია...

ამ ნიშნით ყველაზე მხიარული და საინტერესო ადამიანები იბადებიან. ვერ შეხვდებით ადამიანს, რომელთან ერთადაც უკეთეს დროს გაატარებთ. ის ყოველთვის მზადაა ხელი ჩაგავლოთ და წვეულებაზე გაიქცეს ან მოსაწყენი სიტუაცია თავგადასავლად აქციოს... აი, რატომ გიყვართ ტყუპი.

თუ ის კირჩხიბია...

კირჩხიბი მთელი სხეულით, გონებითა და გულით ერთვება ნებისმიერ საქმეში, რომელსაც ხელს მოკიდებს, ისვე როგორც ურთიერთობაში. თქვენ გიყვართ მისი უნარი - თავი მიუძღვანს იდეებსა და ადამიანებს, რომლისაც სჯერა, სხვაგავარად რომ ვთქვათ, გიყვართ ის, რომ იდეალისტი და მეოცნებეა. რა დასამალია, გიყვართ ისიც, რომ ყველაფერში წარმატებას აღწევს, რასაც კი მიზნად დაისახავს. ამ ნიშნის პარტნიორი თქვენი მოტივატორია და სიცოცხლეს გიფერადებთ!

თუ ის ლომია...

ამ ნიშნით ნამდვილი ოპტიმისტები იბადებიან! ლომები ყოველთვის ახერხებენ საშინელ სიტუაციებში პოზიტიური მხარის დანახვას. ურთულეს პერიოდშიც კი გარწმუნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება - აი, რატომ შეგიყვარდათ. ლომებს არაფრის ეშინიათ, მისი სიმამაცეც ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ასეთი შეყვარებული ხართ!

თუ ის ქალწულია...

ქალწული მზად არის თქვენი გასაკეთებელი საქმეც კი იკისროს, ცხოვრება რომ შეგიმსუბუქოთ. არ იშურებს ჭკვიანურ რჩევებს, მაგრამ მხოლოდ სიტყვებით არასდროს გეხმარებათ. ქალწული სწორედ ის ნიშანია, რომელიც იშვიათად ამბობს "მე შენ მიყვარხარ“, მაგრამ ყოველდღიურად გარწმუნებთ თავისი გრძნობების სიძლიერეში. მგონი, გასაკვირი არც არის, რომ შეგიყვარდათ.

თუ ის სასწორია...

სასწორის შეყვარების პირველი მიზეზი მისი თქვენდამი დამოკიდებულებაა. ის მთელი გულით ეცდება არასდროს გაწყენინოთ და გაუფრთხილდეს თქვენს ნაზ გრძნობებს. ამ ნიშნით იბადებიან ადამიანები, რომლებიც თქვენ გარეშე არასდროს ივახშმებენ და, თუ გემრიელი ნამცხვრის ბოლო ნაჭერი დარჩება, აუცილებლად გადაინახავენ თქვენთვის.

თუ ის მორიელია...

თქვენ მორიელის გრძნობების სტაბილურობა გიყვართ - თუ გულში შეგიშვათ, იქიდან არასდროს გამოგაძევებთ. ამ ნიშნით დაბადებული ყველაფერს მოიმოქმედებს ურთიერთობის შესანარჩუნებლად, რაოდენ რთული პერიოდიც არ უნდა დაგიდგეთ, თქვენ ეს კარგად იცით და მუდმივად შფოთვა არ გიწევთ, ხომ არ დამშორდებაო?

თუ ის მშვილდოსანია...

მშვილდოსანი მოულოდნელობებითაა სავსე! მას შეუძლია ღამით გაგაღვიძოთ და სამოგზაუროდ წაგიყვანოთ ან მანქანა გაყიდოს ველოსიპედების კოლექციის შესაძენად. თქვენ არასდროს იცით რა გელოდებათ ხვალ მასთან ერთად, სწორედ ამიტომ გიყვართ.

თუ ის თხის რქაა...

თხის რქა სწრაფად უღებს ალღოს თქვენს სურვილებს და მოთხოვნებს, თუკი ის მატერიაში შეიძლება გამოისახოს. მაშინ როცა შესაბამისი თანხა არ აქვს, დღეს და ღამეს გადაათენებს, შეაგროვებს და გიყიდით იმას, რაც სთხოვეთ. ამ ნიშნით დაბადებული გიყვართ იმიტომ რომ, თქვენთვის ჯადოსნური ფერიაცაა, ჯინიც და ოქროს თევზიც.

თუ ის მერწყულია...

მერწყულს ყოველთვის შეუძლია შეცდომის აღიარება და ბოდიშის მოხდა, რაც ასეოდენ უჭირთ სხვა ადამიანებს, სწორედ ეს თვისება გიყვართ მასში. ასევე მერწყული ნებისმიერ საზოგადოებაში თავს ისე გაგრძნობინებთ, თითქოს წესებს თქვენ ადგენთ და არა სოციუმი. ეს განიჭებთ შინაგან თავისუფლებას.

თუ ის თევზია...

გიყვართ იმიტომ, რომ თქვენი უსიტყვოდ ესმის, უყურადღებოდ არ რჩება არც ერთი დეტალი, უღრმავდება თქვენს აზრებსა და სურვილებს, გიჭერთ მხარს, ყოველთვის შემოდის თქვენს მდგომარეობაში და გიღებთ უამრავი ნაკლით.