თუ თქვენი ყოფილი შეყვარებული ვერძია...
ყველა სევდიან სიმღერას მოვუსმინე, რასაც კი ოდესმე უარსებია. ზედმეტად ჯიუტი და ამაყი ვარ იმისთვის, რომ შენთან მოვიდე... ცოტა რომ მოგენდომებინა, დღეს ერთად ვიქნებოდით.
თუ თქვენი ყოფილი შეყვარებული ტყუპია...
ჩემი ერთი ნახევარი ჯერ კიდევ შენკენ მოილტვის... ამოწმებს შენს სოციალურ ქსელს, ათვალიერებს ფოტოებს და ჩუმად ოცნებობს შენთან შეხვედრაზე, მაშინ როცა მეორე ნახევარს ახალი სასიყვარულო თავგადასავლები სწყურია და შესაბამისადაც იქცევა.
თუ თქვენი ყოფილი შეყვარებული კირჩხიბია...
საოცარია, როგორ შეიძლება დაივიწყო მოვლენები, რომელიც ოდესღაც შენთვის ცოტათი მაინც იყო მნიშვნელოვანი. ყველა საერთო მოგონება ნელ-ნელა გაიცრიცა და ბოლოს ისე აორთქლდა, თითქოს არასდროს უარსებია. ისე კარგად, როგორც ახლა, არასდროს მიგრძვნია თავი - შენ გვერდითაც კი. მადლიერი ვარ, ერთად გატარებული თვეებისთვის... და მიხარია, რომ დროულად გაიყო ჩვენი გზები. ბედნიერებას გისურვებ!
თუ თქვენი ყოფილი შეყვარებული ლომია...
ალბათ სიცოცხლის ხალისი გერთმევა, როცა აცნობიერებ, რა დაკარგე. რას იზამ, ცხოვრებაში ერთი საბედისწერო შეცდომა ყველას მოსდის. ნამდვილად აღარ მჭირდები და არ მენატრები, დიდი ხანია ცხოვრება გავაგრძელე. თავიდან განვიცდიდი, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ შენთვის ცრემლების ღვრა დიდი სისულელეა.
თუ თქვენი ყოფილი შეყვარებული ქალწულია...
მე დრამების გარეშე ვცხოვრობ. მიმაჩნია, რომ ადამიანმა დრო და ენერგია უაზროდ არ უნდა ხარჯოს. შეგეძლო გქონოდა ურთიერთობა, რომელშიც სრული სიმშვიდე სუფევს, მაგრამ არჩიე ქაოსი და გაურკვევლობა. ოდესმე ოჯახს შევქმნი და ქორწილზე დაგპატიჟებ, კარგ საჩუქარს ველოდები, მგონი, ვიმსახურებ.
თუ თქვენი ყოფილი შეყვარებული სასწორია...
მე შემეძლო დაუსრულებლად მესაუბრა შენთან ყველა თემაზე... ერთ დღეს კი მიხვდი, რომ ლაპარაკი შევწყვიტეთ და ვიგრძენი, დასასრული ახლოვდებოდა. დედამიწაზე რაიმე რომ არსებობდეს უსასრულო, ეს უსათუოდ ჩვენი სიყვარული იქნებოდა, მაგრამ რადგან წამიერია თავად სიცოცხლე, უფლება არ გვაქვს დავიჩივლოთ! მიხარია, რომ ორივეს დაგვრჩა ტკბილი მოგონებები. მოდი, ცუდ მომენტებს ნუ გავიხსენებთ!
თუ თქვენი ყოფილი შეყვარებული მორიელია...
შენი ნაჩუქარი ყველა ნივთი გადავყარე, რადგან მათი დანახვისას უსიამოვნოდ მბურძგლავდა... შენი ნომერი ამოვშალე და ყველგან დაგბლოკე, რომ აღარასდროს მოგეწვდინა ჩემთვის ხმა. ერთადერთი, რასაც ვერ შეველიე ფოტო იყო... ზუსტად ის ფოტო, რომელიც შენ გგონია - არ გადავაგდე, თუმცა ვცდილობ, იშვიათად შევავლო თვალი. ახალი შეყვარებული არ გამიჩენია... ისიც კმარა, აქამდე რაც გამამწარეს. ჯერაც მიტრიალებს თავში პასუხგაუცემელი შეკითხვები.... ...და მაინც, თუ ოდესმე გავბედავ შენზე ავლაპარაკდე ჩემი ინტერესის ახალ ობიექტთან - ვეტყვი, რომ ჩვენ შორის თავიდან ყველაფერი ზღაპრულად იყო...
თუ თქვენი ყოფილი შეყვარებული მშვილდოსანია...
”ადამიანზე მიჯაჭვულობის და თავისუფლების დაკარგვის მეშინია, ამიტომ როგორც კი შენდამი გრძნობები გამიღრმავდა, გავიქეცი... შენ სტაბილური ურთიერთობა გჭირდება; მხოლოდ ის ადამიანი გაგაბედნიერებს, რომელსაც შეუძლია დაგეგმოს როდის დაქორწინდება შენზე და რამდენი შვილი გეყოლებათ. კარგად გავერთეთ ერთად. შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ადამიანი ხარ ჩემს ცხოვრებაში. ყოველთვის გამიხარდება შენი წინსვლა ან შემთხვევით თვალის მოკვრა, როგორ მიიჩქარი სადღაც. ერთს გთხოვ, არასდროს იტირო იმ ადამიანების გამო, რომლებიც წავიდნენ, ჩემ გამოც კი..."
თუ თქვენი ყოფილი შეყვარებული თხის რქაა...
”ემოციები არ გამომიხატავს და თავი ისე დავიჭირე, თითქოს დაშორების პროცესი ჩემთვის მტკივნეული არ ყოფილა, მაგრამ სინამდვილეში განვიცადე. ამას გეუბნები იმიტომ, რომ იმსახურებ იცოდე, ჩემთვის ძვირფასი იყავი. ამ პრაგმატულ სამყაროში სიყვარული, სამწუხაროდ, მეორე ხარისხოვანია. შესაძლოა, სხვა დროში ან განზომილებაში რომ გვეცხოვრა, შემძლებოდა ისეთი ვყოფილიყავი, როგორიც გინდოდა."
თუ თქვენი შეყვარებული მერწყულია...
”შენ არ გესმოდა ჩემი, მე კი არ ვცდილობდი ამეხსნა, რადგან მსურდა ჩემი ყველა ფიქრი უსიტყვოდ გაგეზიარებინა. ერთ დღეს სხვა ადამიანის როლი მოვირგე - იმის, ვისაც გაუგებდი. თავიდან ასე ყველაფერი გამარტივდა - არანაირი ჩხუბი, გაუგებრობა ან ორომტრიალი. დროის სვლასთან ერთად უფრო და უფრო მიმძიმდებოდა გული. აღმოვაჩინე, რომ ჩემივე სხეულში ვიხრჩობოდი. ამ ფარსის გაგრძელება აღარ შემეძლო, ამიტომ.... დავშორდით. ვაფასებ შენს დადებით თვისებებს; მიმაჩნია, რომ უარყოფითი მხარეც კი შენს ინდივიდუალიზმს უსვამს ხაზს, მაგრამ ესღა დარჩა - სხვა არაფერი.“
თუ თქვენი შეყვარებული თევზებია...
”ჩვენი დაშორების შემდეგ, არ მეგონა თავს დეპრესიას თავს თუ დავაღწევდი... ჯერაც არ მომშუშებია ყველა იარა. სული გავაშიშვლე და უფლება მოგეცი სრულიად შეგესწავლა ის. შენთან დაშორების შემდეგ, მივხვდი, რომ მეტი სიფრთხილე მმართებს. კვლავაც ვფიქრობ ხოლმე შენზე: მახსოვს როგორ იცინი, რა ჩვევები გაქვს, რომელ მაისურს იცვამ ხშირად. იმ ადგილებში სეირნობად მიყვარს, სადაც ერთად ვატარებდით დროს. იმედია, კარგად ხარ.“