რით და როგორ გატკენთ გულს მამაკაცი, მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

რით და როგორ გატკენთ გულს მამაკაცი, მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

ანჟელა პერლი: ,,არ არსებობს მამაკაცი, რომელიც გულს არ გატკენთ, არ აგატირებთ და არ აგაყვირებთ. საერთოდაც, პერიოდულად ტანჯვა გარდაუვალია, მაგრამ ღირს კიდეც მისი ატანა, თუ მოგვიანებით ბედნიერებით გაჯილდოებენ გამძლეობისა და მოთმინებისთვის. ასე რომ, ერთადერთი გზაღა დაგვრჩენია ქალებს, ავირჩიოთ ის კაცი, ვის გვერდითაც დავიტანჯებით, მაგრამ ეს ტანჯვაც კი სიამოვნებას მოგვანიჭებს, რადგან - გვეყვარება."

  • ვერძი

იმის შემდეგ, რაც ვერძი მოგინადირებთ, ნაკლებ დროს დაგითმობთ, რადგან ახალი მწვერვალები აქვს დასაპყრობი, მთელ ენერგიას მიზნებისკენ მიმართავს. ამ მიზნებში სულაც არ იგულისხმებიან სხვა მანდილოსნები.

  • კურო

კურო შესაძლოა თქვენთვის მოსაწყენი გახდეს. გულს გატკენთ იმით, რომ ურთიერთობაში სიახლის შემოტანას არ ცდილობს.

  • ტყუპი

ტყუპი გულს გატკენთ თავისი ცვალებადობით, მას თავადაც ვერ გაურკვევია ვინ არის და რა უნდა. ტყუპის აზრებისა და ქცევების ელვისებურმა ცვალებადობამ შესაძლოა ჭკუიდანაც კი გადაგიყვანოთ.

  • კირჩხიბი

კირჩხიბმა თქვენი ყველა სუსტი წერილი იცის, თუ რაიმე არ მოეწონება შეუძლია მწარე სიტყვით გატკინოთ გული და თვითშეფასება გაგინადგუროთ.

  • ლომი

ლომი ზედმეტად ამაყია, არასდროს მოვა ბოდიშის მოსახდელად, როცა გულს გატკენთ. სწორედ ეს იქნება ყველაზე დიდი სატანჯველი. წარმოგიდგენიათ, როგორი რთულია იმ ადამიანთან ყოფნა, რომელიც შეცდომებს არასდროს აღიარებს და გარწმუნებთ, რომ ყოველთვის მართალია?

  • ქალწული

ქალწული შეგაწუხებთ მითითებებით, კრიტიკითა და ჭკუის დარიგებით. მის პრეტენზიებს ბოლო არ ექნება.

  • სასწორი

სასწორი ადვილად გაბრაზდება და ჩხუბისას არ დაუკვირდება დაუფიქრებლად წამოსროლილ სიტყვებს.

  • მორიელი

ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი გაიგებს თქვენი სოციალური ქსელის პაროლს და შეგიმოწმებთ მიმოწერებს, ასევე გაგიჩხრიკავთ მობილურს, შესაძლოა სამსახურთან ჩაგისაფრდეთ და გითვალთვალოთ, ავადმყოფურად დაინტერესდება იმით, თუ რას აკეთებთ, როგორ, რაზე საუბრობთ საპირისპირო სქესთან. რენტგენში გაატარებს თქვენს ჩაცმულობას, ვინმემ რაიმე ”ზედმეტს" რომ არ მოჰკრას თვალი, თქვენი სხეულის შეთვალიერებისას. დიახ, თქვენ გულს გატკენთ მისი უნდობლობა და არანორმალური ეჭვიანობა.

  • მშვილდოსანი

ამ ნიშნით დაბადებული კაცი გულს თავისი დამოკიდებულებით გატკენთ. მშვილდოსანი, მორიელისგან განსხვავებით, მეორე უკიდურესობაა - არაფერი აინტერესებს: სად დადიხართ, ვისთან ერთად, რას აკეთებთ, ხომ არ ფლირტაობთ, შინ როდის დაბრუნდებით, რა გაცვიათ და ა.შ. ქალი მის საქციელს გულგრილობად აღიქვამს. შესაძლოა მშვილდოსანს უყვარდეთ, მაგრამ რადგან თავად თავისუფალი სულია, თქვენც სრულ თავისუფლებას განიჭებდეთ.

  • თხის რქა

თხის რქა გატკენთ იმით, რომ იშვიათად ეცლება პაემნებისთვის, მესიჯების გზავნისა და დარეკვისთვის. მთელ დროს სამსახურსა და ფინანსური კეთილდღეობის მოპოვებას დაუთმობს. მოგეჩვენებათ, რომ ფული თქვენზე მნიშვნელოვანია ამ ადამიანისთვის.

  • მერწყული

ამ ნიშნით დაბადებული კაცი თავს მოგაჩვენებთ რომ გიჯერებთ, მაგრამ სინამდვილეში არ გაითვალისწინებს თქვენს რჩევას. სწორედ ამით გატკენთ გულს. ასევე, შესაძლოა ტყუილებით აგავსოთ და მისი ნდობა დაგაკარგვინოთ.

  • თევზები

როცა ამ კაცის გვერდში დგომა დაგჭირდებათ, აორთქლდება, რადგან გაანალიზებს, რომ არსებული პრობლემის მოგვარება არ შეუძლია. მარტო დარჩებით, ამიტომ თავად უნდა გადაჭრათ საკითხი.

როგორ ეწყობა მორიელი წყლის სტიქიის წარმომადგენლებს, ანუ კირჩხიბს, მორიელს და თევზებს

როგორ ეწყობა მორიელი ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებს, ანუ ვერძს, ლომს და მშვილდოსანს

30 ნიშანი იმისა, რომ თქვენი ურთიერთობა მყარია