ავტორი:

როგორ ეთავსება ვერძი ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვინ არის თქვენთვის საუკეთესო პარტნიორი ან "მოსისხლე მტერი"

როგორ ეთავსება ვერძი ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვინ არის თქვენთვის საუკეთესო პარტნიორი ან "მოსისხლე მტერი"

ვერძი და ვერძი

ორივე ძალიან დამოუკიდებელი პიროვნებაა და ორივეს თავისი ცხოვრება აქვს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ორივეს თავი ყველაზე ჭკვიანი ჰგონია, ვერცერთი იტანს ჭკუის სწავლებას, შენიშვნებს, არცერთს არ უნდა კომპრომისზე წასვლა და ღმერთმა ქნას, რომელიმე მთლად ტიპური ვერძი არ იყოს და გონიერება ეყოს იქამდე გასაჩერებლად, ვიდრე ერთმანეთს გადაწვავდნენ. თუკი მოახერხებთ, საკუთარ ეგოზე მაღლა დადგეთ და პატივი სცეთ ერთმანეთს, მიიღოთ ერთმანეთის ისეთები როგორებიც ხართ, არასოდეს მოიწყენთ. მუდამ იქნება ექშენი, მფრინავი თეფშები ოჯახში და ამ ყველაფრის კულმინაცია – ნამსხვრევებში ფანტასტიური სექსი.

ვერძი და კურო

გაზი და ტორმუზი ერთად. ვერძს ყველაფერი ახლა უნდა, კურო ფიქრობს რომ სჯობს მოვიცადოთ. ვერძი მაინც აკეთებს და როცა კისერს იტეხს, კურო ამბობს: აი, ხომ გეუბნებოდი… ასე იწყება კატასტროფა. ძალიან განსხვავებული ტიპაჟები ხართ ერთმანეთისგან, გაქვთ საერთოდ სულ სხვადასხვა ცხოვრების რიტმი… აი, მაგალითად ვერძმა შუა ფილმის ყურებისას შეიძლება გადაწყვიტოს რომ სასეირნოდ უნდა წასვლა, ან ვარჯიში, კურო კიდევ თუკი გემრიელად მოეწყო, უნდა ამოთხარო და წაიღო, თავისით არ ადგება. თუ მოახერხებთ გარკვეულ შემთხვევებში კომპრომისზე წასვლას და ოქროს შუალედის მოძებნას ძალიან კარგი წყვილი იქნებით, რადგან ერთმანეთს დააბალანსებთ – კუროსაც სჭირდება ცოტა გაზი და ვერძსაც სჭირდება ცოტა ტორმუზი.

ვერძი და ტყუპები

ორი შერეკილი ერთად. ორივე აქტიურია, მხიარული, გულღია, კონტაქტური, მოძრავი და ენერგიით სავსე. ისინი ერთნაირად მარტივად უყურებენ ცხოვრებას და ერთმანეთისთვის ფეხის აწყობა არ უჭირთ. ორივე აწმყოზეა ორიენტირებული, ადვილად ივიწყებს წყენას, ორივე მარტივად ახერხებს პატიებას და არცერთი იტოვებს გულში რამეს. გარდა ამისა, არცერთი არაა დამოკიდებული ტიპი, ორივეს საკუთარი ინტერესები აქვს ცხოვრებაში და არ ახრჩობენ ერთმანეთს, ამიტომ საკმაოდ დიდხანს ძლებენ ერთად. მოკლედ, ერთმანეთს მშვენივრად შეეწყობოდნენ რომ არა ერთი პრობლემა: ვერძს ბევრი ლაპარაკი არ უყვარს და ტყუპები კიდევ გელაპარაკება, გელაპარაკება, გელაპარაკება…. მერე ვერძს მოეშლება ნერვები და რამეს უტაქტოდ იტყვის, დააბრეხვებს… ტყუპებმა მისი გაგება უნდა მოახერხონ, უნდა მიხვდნენ რომ ყველა მასავით ორატორული და დიპლომატიური უნარებით არ არის დაბადებული და თუ ეს მოახერხეს, ყველაფერი იქნება სუპერ!

ვერძი და კირჩხიბი

კირჩხიბი ალბათ ძალიან ხშირად იბუტება, ვერძი კი ვერაფრით იგებს რატომ. ვინ არის მართალი? ორივე მართალია. საქმე ისაა, რომ ძალიან განსხვავებული ტიპაჟები არიან, ძალიან სხვადასხვანაირად გამოხატავენ სიყვარულს, ერთგულებას, ერთმანეთზე ზრუნვას. კიბო ფიქრობს რომ თუკი მთელი დღე იტრიალებს სამზარეულოში და უგემრიელეს სადილს დაახვედრებს მეუღლეს სანთლის შუქზე, ვერძით სიხარულით მთელი ცხოვრება მადლიერი იქნება, ამ დროს კი ვერძმა შეიძლება სულ ვერ მოიცალოს, ან მოირბინოს, სულ ვერ შენიშნოს სანთლები, წაილუკმოს და გაიქცეს. მოკლედ, კირჩხიბს შეიძლება ეჩვენებოდეს რომ ვერძი არ უფასებს სიყვარულს, ვერძს კი ამაზე ნერვები ეშლებოდეს. კარგი იქნება თუ ვერძი ცოტათი მაინც ისწავლის კიბოსგან ემოციურ დონეზე მხარდაჭერას და კირჩხიბი კიდევ ვერძისგან ცოტათი დამოუკიდებლობას და რაღაცეების მარტო კეთებას. მოკლედ, მათ ძალიან უნდა მოინდომონ და გაიაზრონ რომ ძალიან სხვადასხვანაირები არიან, გაუგონ ერთმანეთს, ისწავლონ ერთმანეთი და ბედნიერ თანაცხოვრებასაც შესძლებენ. წაიკითხეთ სრულად

როგორ ეწყობა კურო ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს და ვისთან რა აქვს სასწავლი

24 მარტივი საქციელი, რომლითაც ნებისმიერ გოგოს "დაადნობთ"

მე არ ვარ ქალი, რომელიც გინდა, მე ვარ ქალი, რომელიც მალე დაგჭირდება