საიტზე იგივე ტიპის მასალა იხილონ. ვასრულებთ მათ თხოვნას და ამჯერად უკვე, ქალებისთვის დამახასიათებელ კრიტერიუმთა ნუსხას გთავაზობთ იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა თვისებები აღიზიანებთ მათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით მამაკაცებში:
ვერძი - ზედმეტად გულჩვილ, სიყვარულის მონად ქცეულ, წყალწაღებულ რომანტიკოსებს ვერ იტანს
კურო - არაპროგნოზირებადი ხასიათის, სპონტანურობისკენ მიდრეკილ და თავქარიან ტიპებს ერიდება.
ტყუპი - სიტყვაძუნწი, პედანტი და მენტორული ხასიათის მამრების გვერდით იტანჯება.
კირჩხიბს - დამოუკიდებლობის მყვარული, ექსცენტრული და ზედმეტად ხელგაშლილი მამაკაცები აფრთხობს.
ლომი - მეწვრილმანე, ძუნწ და ცინიკური ხასიათის მქონე მამაკაცს არ ეკარება სათოფეზე.
ქალწულს - მოუწესრიგებელი, ქაოსური და მფლანგველი მამრები აღიზიანებს.
სასწორს - უხეში, ზედმეტად ხისტი და არარომანტიკოსი კაცების მიმართ აქვს ანტიპათია.
მორიელს - თავქარიანი, ცვალებადი და უპასუხისმგებლო მამაკაცები სძულს ყველაზე მეტად.
მშვილდოსანს - ტრადიციების მოყვარული, ზედმეტად ფრთხილი და პედანტი კაცები ეჯავრება.
თხის რქას - უამბიციო, პროფესიულად ვერშემდგარი და არაპროგნოზირებადი ტიპები აღიზიანებს.
მერწყულს - მესაკუთრე, ეჭვიანი და ზედმეტად მზრუნველი მამაკაცის გვერდით არ შეუძლია გაძლება.
თევზები - უტაქტო, ემოციურად ცივი და ზედაპირული მამაკაცის გვერდით იგრძნობს თავს უბედურად.