გადაუყვარდით თუ არა ყოფილ შეყვარებულს? - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

გადაუყვარდით თუ არა ყოფილ შეყვარებულს? - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

გაინტერესებს რა განზრახვით აგრძელებს თქვენთან მიმოწერას ძველი შეყვარებული? ამ კითხვაზე ასტროლოგები გპასუხობენ:

სასწორი

თუ ამ ნიშნის ქალს შერიგება უნდა, წვეულებაზე დაგპატიჟებთ.  სასწორი ხომ სოციალური პეპელაა. მოსწონს, როცა ყურადღების ცენტრში ექცევა, ყველა მას ესაუბრება, ეცეკვება, ნომერს სთხოვს. ის ყოფილ შეყვარებულს/მეუღლეს დაანახვებს რამდენად პოპულარული და სუსრველია; რომ ნებისმიერ კაცს მისი ხელში ჩაგდება უნდა, მაგრამ თავად ყოფილთან დაბრუნებას ისურვებდა. თუ ამ ნიშნის კაცს შერიგება უნდა კომპლიმენტებს არ დაიშურებს. მამაკაცებს სჯერათ, რომ ქალი ლამაზი სიტყვებითა და ფრთიანი ფრაზებით ”იკერება.“

კირჩხიბი

ამ ნიშნის ქალი ყოფილ შეყვარებულს სამსახურში გამოეცხადება ე.წ. ლანჩბოქსით ან სახლში ესტუმრება და გემრიელ კერძს მოუმზადებს. კირჩხიბებმა იციან, რომ კულინარია მათი ძლიერი მხარეა, ”კაცის გული კი კუჭზე გადის”. კაცი კირჩხიბი გამოიყენებს თავის მთელ მომხიბვლელობას, გალანტურობასა და ჯენტლმენობას. ს შეუძლია არისტოკრატიული მანერებით მოექცეს ქალს, მით უმეტეს ყოფილ პარტნიორს, რომლის შემორიგებასაც ცდილობს.

თხის რქა

ამ ნიშნით დაბადებული ქალი ყოფილი პარტნიორის სამეგობროს მოისყიდის შთამბეჭდავი საჩუქრებით, ხოლო მამაკაცი თავის უახლოეს ძმაკაცს გამოიყენებს მშვიდობის მტრედად.

მორიელი

ამ ნიშნით დაბადებული ქალი ღამღამობით დაურეკავს ყოფილ შეყვარებულს და საათობით გაუბამს საუბარს ან ჩაძინებამდე ეჩატავება. რაც შეეხება მამაკაცს, ის ჩაუსაფრდება ყოფილის ყველა პოსტს, ახალ ფოტოს, ლაიქებს, კომენტარებს - რომ გაარკვიოს სად და ვისთან ერთად ატარებს დროს. უარეს შემთხვევაში, შესაძლოა სამსახურთან ან სადარბაზოსთან დახვდეს და სდიოს.

თევზი

ამ ნიშნით დაბადებული ქალი ლექსს ან ჩანახატს დაუწერს ყოფილ პარტნიორს, რომელიც ჯერ კიდევ უყვარს. მამაკაცი პოემების წერის ნაცვლად, ცხოვრებას აუბურდავს ძველ შეყვარებულს და მკვეთრად გამოხატავს თავის ემოციებს ყოველი შეხვედრისას.

ტყუპი

ამ ნიშნით დაბადებული ქალი პირდაპირ ჩამოუთვლის ყოფილ პარტნიორს მიზეზებს, რის გამო უნდა შერიგდნენ, მამაკაცი კი ყოველდღე შეხვდება თავის ყოფილს და უამრავ თემაზე ესაუბრება.

კურო

ამ ნიშნით დაბადებული ქალი ყოფილ შეყვარებულთან საყვარელი ლეკვის გამომეტყველებას მიიღებს, რომ მასში სენტიმენტები და გულჩვილობა გააღვიძოს და აფიქრებინოს, რომ ყოფილი ძალიან საყვარელია. კურო კაცი კი ძველ პარტნიორს დაანახვებს, რაოდენ შეიცვალა (გამოსწორდა) დაშორების შემდეგ.

ლომი

ამ ნიშნით დაბადებული ქალი ივლის სალონში, განსაკუთრებულად მოუვლის თმასა და ფრჩხილებს, გამოეწყობა საუკეთესო სამოსში. ლომი კაცი კი რომანტიკული გამოხტომებით შეაწუხებს  ყოფილ პარტნიორს.

მერწყული

ამ ნიშნით დაბადებული ქალი ყოველთვის იპოვის მიზეზს ყოფილთან შესახვედრად, დასარეკად ან ჩატის წამოსაწყებად. მერწყული კაცი კი ეცდება მეგობრობის სახელით ძალიან დაუახლოვდეს საყვარელ ქალს.

მშვილდოსანი

ამ ნიშნით დაბადებული ქალი სასეირნოდ ან ბუნებაში სავარჯიშოდ დაპატიჟებს ყოფილს, მშვილდოსანი კაცი კი ღამის კლუბში საცეკვაოდ ან ბარში დასათრობად.

ვერძი

ამ ნიშნით მებრძოლი ქალები იბადებიან, ამიტომ თუ ყოფილის დაბრუნებას მოინდომებენ, კაცს თავის დაძვრენის შანსი არ აქვს! რაც შეეხება მამაკაცს, შეწყვეტს მისთვის თავის მოწონებასა და პრანჭვას, გახდება ბუნებრივი და გულწრფელი.

ქალწული

ამ ნიშნის ქალი ყოფილს სამუშაოს შესრულებაში დახმარებას შესთავაზებს. კაცი კი ძველი შეყვარებულის/მეუღლის გვერდით  გაჩნდება ყოველთვის, როცა დაურეკავს.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?