ავტორი:

როგორ მივხვდეთ, რომ მართლა ვუყვარვართ მამაკაცს - პასუხები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

როგორ მივხვდეთ, რომ მართლა ვუყვარვართ მამაკაცს - პასუხები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ამბობენ, "ქალებს ყურებით უყვართო". შესაბამისად, იმის მიხვედრას და გამოცნობას, თუ რას ფიქრობს კონკრეტული ინტერესის ობიექტი მამაკაცი ქალის მიმართ, არაერთი სუსტი სქესის წარმომადგენელი ჩაუგდია საგონებელში... კაცების დიდ ნაწილს, ხომ ენის მოჩლექით საუბარი ნაკლებად ეხალისება და არც შეუძლია. მოდით, ასტროლოგიურად დავადგინოთ როდის არის სახეზე რეალური "სიმპტომები" იმისა, რომ მამაკაცს უყვარხართ:

ვერძი - უყვარხართ მაშინ, როცა ხშირად გეჩხუბებათ და ცდილობს კამათში გამოგიწვიოთ, გამუდმებით უკან დაგდევთ და დღეში რვაჯერ გირეკავთ, ზღაპრული ჯინივით ჩნდება ყველა იმ ადგილას, სადაც თქვენ გადაადგილდებით და მოძრაობთ.

კურო - უყვარხართ მაშინ, როცა თქვენთან ერთად განიხილავს მისთვის მოსაწონი სახლის დიზაინს, არჩევს ლანდშაფტის რაკურსსა და ხედებს. გიზიარებთ საკუთარ კულინარიულ სიმპათიებს.

ტყუპი - უყვარხართ მაშინ, როცა სურვილი აქვს გამუდმებით გელაპარაკოთ. მას ზოგადადაც ძალიან უყვარს საუბარი, მაგრამ ობიექტებს ხშირად იცვლის. თუკი უყვარხართ, ყოველთვის მონახავს თემას თქვენთან სამასლაათოდ.

კირჩხიბი - უყვარხართ მაშინ, როცა ზუსტად იცის ყავაში რამდენ კოვზ შაქარს იყრით, ზღვის პროდუქტებზე გაქვთ ალერგია, თუ ვეგეტარიანელი ხართ.

ლომი - უყვარხართ მაშინ, როცა თქვენთან სურს დღის ბოლოს სამსახურეობრივი საქმეების მოყოლა-განხილვა, თავს იწონებს მიღწევებით და გიზიარებთ სამომავლო გეგმებს.

ქალწული - უყვარხართ მაშინ, როცა სურვილი აქვს და არ ეზარება მოგიაროთ გაცივების დროს. ძაალიან უყვარხართ, თუკი თავის პიჟამოს ან სვიტერს გათხოვებთ დროებით.

სასწორი - უყვარხართ თუკი სურვილი აქვს თქვენთან ერთად საზოგადოებაში მოიწონოს თავი. მით უმეტეს თუკი ხშირად იჩენს ინიციატივას შეგმოსოთ მისი გემოვნების მიხედვით.

მორიელი - უყვარხართ მაშინ თუკი გამუდმებით "გწამლავთ" ცინიკური შენიშვნებითა და დაკითხვებს გიწყობთ დღის ბოლოს სამსახურიდან დაბრუნებულს. მისთვის სიყვარული და ტანჯვა სინონიმებია.

მშვილდოსანი - უყვარხართ მაშინ, როცა სურვილი უჩნდება დილიდანვე გელაპარაკოთ და საკუთარი ცხოვრება გადმოგილაგოთ (დაწყებული ბავშვობის წლებით, დასრულებული ყოფილებთან ურთიერთობით). ძალიან უყვარხართ, თუკი მნიშვნელოვანი საქმეების დროსაც კი სურს მასთან ერთად იყოთ ან ავტომობილში ელოდებოდეთ მშვიდად.

თხის რქა - უყვარხართ მაშინ, თუკი თქვენი ოჯახის წევრების წარმომავლობით, დის-ძმის თანამდებობრივი მიღწევებით და განათლებით ინტერესდება. არანაკლებ დააინტერესებს თქვენი პროფესიული მიღწევებიც.

მერწყული - უყვარხართ მაშინ, როცა უცებ მოგეჩვენებათ, რომ აქამდე თქვენ შორის არსებული მეგობრობა მისი მხრიდან გულგრილობით შეიცვალა... მას დრო სჭირდება სიყვარულთან შესაგუებლად და იმის გასაცნობიერებლად, რომ ამიერიდან მხოლოდ თქვენით უნდა შემოიფარგლოს.

თევზები - უყვარხართ მაშინ, თუკი თქვენი თანდასწრებით გამუდმებით უკავია ხელში ჭიქა რაიმე მაგარი სასმელით სავსე, უკეთეს შემთხვევაში ლუდის ბოთლი. სითამამე არ ჰყოფნის სიყვარულს თვალი გაუსწოროს ფხიზელმა.

ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომელსაც აპრილში არ გაუმართლებს - აი, რაზე გაფრთხილებენ ასტროლოგები!

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელსაც აპრილში სიყვარულში გაუმართლებს

10 მიზეზი, რატომ არ ღირს ლომის დაკარგვა