როგორ მოვიპოვოთ ადამიანის ნდობა? - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

როგორ მოვიპოვოთ ადამიანის ნდობა? - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

თუ ვერძის ნდობის მოპოვება გინდათ...

შეუსრულეთ ყველა თხოვნა - ისეთი წვრილმანებიც კი, როგორიცაა მისთვის ყავის მოდუღება ან ფანქრების გათლა. შესაძლოა თქვენ ეს ახირებად  მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში ვერძი ამოწმებს ღირს თუ არა თქვენი ნდობა. მან უნდა იცოდეს, რომ რაც არ უნდა მოხდეს, თქვენზე დაყრდნობას შეძლებს.

თუ კუროს ნდობის მოპოვება გინდათ...

კუროს ნდობას სწრაფად ვერ მოიპოვებთ, ამიტომ მოთმინება უნდა გამოიჩინოთ. სამაგიეროდ, იმის შემდეგ რაც მოგენდობათ, თქვენში ეჭვი არასდროს შეეპარება. სანამ გცდით/გტესტავთ, შესაძლოა თავი ისე გაგრძნობინოთ, თითქოს უპარაშუტოდ ხტებით თვითმფრინავიდან: დილემების წინაშე დაგაყენოთ, უხერხულ სიტუაციაში ჩაგაგდოთ, რთულად საპასუხო კითხვები დაგისვათ და ა.შ. იყავით გულწრფელი და არასდროს მოატყუოთ, კურო გულახდილობას და სიმართლის სიყვარულს აუცილებლად დაგიფასებთ.

თუ ტყუპის ნდობის მოპოვება გინდათ...

ნუ გაუმეორებთ ერთსა და იმავე ფრაზებს ხშირად, თუ  ტყუპს  კითხვაზე პასუხის გაცემა სურს ან თქვენი თხოვნის შესრულება, წარამარა შეხსენების გარეშეც მოახერხებს. როცა ტყუპს უკირკიტებენ, ნერვები ეშლებათ. არ გამოიჩინოთ ზედმეტი ყურადღება, ჩათვლიან, რომ თავს აბეზრდებთ. დაბოლოს, მოუყევით პირადი ინფორმაცია - როგორიცაა შეყვარებულთან კამათი, წინა დღის შოპინგის ან პაემნის დეტალები - ის ჩათვლის, რომ თქვენ ენდობით და თავადაც მოგენდობათ.

თუ კირჩხიბის ნდობის მოპოვება გინდათ...

კირჩხიბები  კარგი მსმენელები არიან, რაც სათქვენოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ, მათი ნდობის მოპოვებისას. როცა ამ ნიშნით დაბადებულებს თქვენი პრობლემებით მიმართავთ, უმალვე უჩნდებათ ადამიანების სურვილი. ასევე მოუყევთ თქვენი ტრაგიკული წარსულის შესახებ, რომელმაც წარუშლელი კვალი დაგამჩნიათ, კირჩხიბი თანაგრძნობით განიმსჭვალება და აღარასდროს გაგიშვებთ ხელს -  მუდამ ეცდება უკეთესი აწმყო ან მომავალი გაჩუქოთ.

თუ ლომის ნდობის მოპოვება გინდათ...

დაანახვეთ, რომ მათსავით თავდაჯერებული ხართ, ლომები აფასებენ ადამიანებს, რომლებსაც თავიანთი შესაძლებლობების სჯერათ  და ახალი სიტუაციები არ აბნევთ. ნუ ეცდებით, რომ მისთვის თავის მოსაწონებლად ითვალთმაქცოთ, მიხვდება და გულის კარს სამუდამოდ დაგიხურავთ. ლომებს აღიზიანებთ სიყალბე და ნიღბების კარავალი.

თუ ქალწულის ნდობის მოპოვება გინდათ...

არც კი გაიფიქროთ შეწინააღმდეგება, რასაც არ უნდა ამბობდეს ან აკეთებდეს! თუ ქალწული შენიშნავს, რომ ეპაექრებით ან იწვევთ, კონკურენტად მიგიჩნევთ და აღარასდროს გენდობათ. დაეთანხმებთ იმაში, თუ საკითხში  კარგად ერკვევა, ხოლო  თუ არ ეთანხმებით, აზრის გამოთქმისგან თავი შეიკავეთ.

თუ სასწორის ნდობის მოპოვება გინდათ...

კომპლიმენტებით უნდა აავსოთ და დაარწმუნოთ, რომ ძალიან აფასებთ. თუმცა ქათინაურები რეალობას უნდა შეეფერებოდეს. როგორც კი გადაამლაშებთ, სასწორი ჩათვლის, რომ მის მოტყუებას ცდილობთ.

თუ მორიელის ნდობის მოპოვება გინდათ...

ნუ მიეძალებით, არც შეკითხვებით აავსოთ, მაგრამ როცა თქვენთან საუბარს მოინდომებს, ყურადღებით მოუსმინეთ, თვალი არ აარიდოთ, მობილურის ეკრანს არ ჩააშტერდეთ და თავიდან არ მოიშოროთ ფრაზით: "ვმუშაობ" ან "არ მცალია".

თუ მშვილდოსნის ნდობის მოპოვება გინდათ...

ეცადეთ  ფილოსოფიურ საუბარში ჩაითრიოთ. ის ჩათვლის, რომ თანამოაზრე იპოვა და მოგენდობათ. არ აგრძნობინოთ, რომ მასზე ჭკვიანი ხართ - მაშინაც თუ ეს სიმართლეა - ეგო გაუაქტიურდება და თავს შორს დაიჭერს.

თუ მერწყულის ნდობის მოპოვება გინდათ...

არ გამოავლინოთ მასთან სრულყოფილებისკენ ლტოლვა. თუ დაუმალავთ უარყოფით მხარეებსა და სისუსტეებს, ვერასდროს დაანგრევთ თქვენ შორის არსებულ კედელს. დაანახვეთ, რომ მასთან თავს კომფორტულად გრძნობთ.

თუ თევზების ნდობის მოპოვება გინდათ...

გამოავლინეთ მასთან სენსიტიურობა, არ მოგერიდოთ ტირილის. თევზებმა უნდა იცოდნენ, რომ ძლიერი ემოციები თქვენთვისაც ნაცნობია.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?