მამაკაცი ლომი გარეგნულად გრაციოზული, ამაყი და გაწონასწორებულია. შინაგანად კი სითბოს მოყვარულ ფისუნიას წააგავს, რომელსაც სწორად შერჩეული პატრონი ისე შეიჩვევს, რომ მომავალში გვერდიდან არასოდეს მოსცილდება იგი. ლომი გულით იმართება, ამიტომ გახსოვდეთ, რაც არ უნდა მკაცრი და შეუვალი ჩანდეს ეს კაცი ერთი შეხედვით, შინაგანად ყოველთვის სიყვარულს დაეძებს და მზადაა მისთვის. მაგრამ ამასთან ერთად, მას ერთობ მგრძნობიარე ნერვული სისტემა გააჩნია, ამას ემატება უზომოდ დიდი სიამაყე და პატივმოყვარეობა. ამიტომ, როცა ლომს სიყვარულში იმედი უცრუვდება, შესაძლოა, რაღაც ვადით ცინიკური და ქედმაღალი კაცის პოზიციაც კი დაიჭიროს, რათა თავი დაიზღვიოს მორიგი სულიერი ჭრილობისგან.
ლომი იხიბლება ბავშვური, მაგრამ ამასთანავე მტკიცე ხასიათის ქალებით. მისთვის ქალის იდეალი ლოიალური, დამყოლი მაგრამ ამასთანავე არამონური ფსიქოლოგიის მქონე ქალია, რომელსაც ცხოვრებაში საკუთარი ინტერესები გააჩნია, მაგრამ საყვარელ ადამიანზე წინ არანაირ საქმეს არ აყენებს. ის ძალიან განაწყენდება თუკი პარტნიორი, მის გარეშე მიიღებს ხოლმე ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებს. ამიტომ ლომის მოსახიბლად საუკეთესო გზაა ხშირად მიმართოთ მას რჩევა-დარიგებისთვის. იგი სიამოვნებით დაგითმობთ დროს და რესურსს ასეთ შემთხვევაში, იმიტომ რომ ასე თავს საჭირო და მნიშვნელოვან პერსონად იგრძნობს, რითაც მისი თვითშეფასება ერთიორად ამაღლდება.
გახსოვდეთ, ლომი საკმაოდ ეჭვიანი და ამაყი ნატურაა, ამიტომ არასოდეს მისცეთ თავს უფლება იაფფასიანი ტრიუკების მეშვეობით აეჭვიანოთ. ამ შემთხვევაში იგი ურთიერთობის გარკვევას კი არ დაიწყებს, უბრალოდ და მდუმარედ წავა თქვენი ცხოვრებიდან.