აპრობირებული ფრაზაა ქალთა საზოგადოებაში, თუმცა დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ ძვირფასო ქალბატონებო. ისე როგორც სუსტი სქესის წარმომადგენლებს, მამაკაცებსაც გააჩნიათ ინდივიდუალური სახასიათო შტრიხები და მიდგომაც მათთან ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით განსხვავებულია საჭირო. შესაბამისად ვერძს და კირჩხიბს ერთი და იგივე საქციელით ვერასოდეს მოხიბლავთ. ამიტომ სასურველი იქნება გადახედოთ მოკლე ინსტრუქციას იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოთ მამაკაცის გულის მოსაგებად მისი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე.
როგორ მოვხიბლოთ მამაკაცი ლომი
მამაკაცი, რომელიც ლომის ზოდიაქოს ნიშნით მოევლინა ქვეყანას, ბუნებით მეფური და დომინანტური ტიპაჟია. ამიტომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბუნებამ განსაკუთრებული ნიჭით და ვიზუალური მონაცემებით არ დააჯილდოვა, მას უზომო სიამაყე, საკუთარი თავის რწმენა და ამბიციები გააჩნია. რის ხარჯზეც მისი არშემჩნევა, მით უმეტეს არდაფასება ქალისთვის ფაქტობრივად შეუძლებელია.
მამაკაცი ლომი გარეგნულად გრაციოზული, ამაყი და გაწონასწორებულია. შინაგანად კი სითბოს მოყვარულ ფისუნიას წააგავს, რომელსაც სწორად შერჩეული პატრონი ისე შეიჩვევს, რომ მომავალში გვერდიდან არასოდეს მოსცილდება იგი. ლომი გულით იმართება, ამიტომ გახსოვდეთ, რაც არ უნდა მკაცრი და შეუვალი ჩანდეს ეს კაცი ერთი შეხედვით, შინაგანად ყოველთვის სიყვარულს დაეძებს და მზადაა მისთვის. მაგრამ ამასთან ერთად, მას ერთობ მგრძნობიარე ნერვული სისტემა გააჩნია, ამას ემატება უზომოდ დიდი სიამაყე და პატივმოყვარეობა. ამიტომ, როცა ლომს სიყვარულში იმედი უცრუვდება, შესაძლოა, რაღაც ვადით ცინიკური და ქედმაღალი კაცის პოზიციაც კი დაიჭიროს, რათა თავი დაიზღვიოს მორიგი სულიერი ჭრილობისგან.
თუმცა მამაკაცი, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს განეკუთვნება უსიყვარულოდ ხანგრძლივად ვერ ძლებს. შესაბამისად, თუკი თქვენ ამგვარი ადამიანის მოხიბვლა გაქვთ გადაწყვეტილი, მორიგი იმედის გაცრუების შემდეგ მასთან დაწყებულ რომანს შესაძლოა გაცილებით უფრო მეტი პერსპექტივა ჰქონდეს თქვენთვის.
ლომს ამაყი, დიდსულოვანი და გულუხვი ადამიანები მოსწონს. იგი ვერ იტანს მეწვრილმანეობასა და მეშჩანურ გამოხტომებს ქალებში. თუმცა არც ზედმეტად სადა და უბრალო ქალბატონებით იხიბლება, იგი ხომ მეფეა და რა გასაკვირია, თუ სურს, რომ გვერდით დედოფალი ეგულებოდეს. მისი სიყვარულის დამსახურება გულწრფელობით, ბუნებრივობით და სიალალით შეიძლება.
ლომი იხიბლება ბავშვური, მაგრამ ამასთანავე მტკიცე ხასიათის ქალებით. მისთვის ქალის იდეალი ლოიალური, დამყოლი მაგრამ ამასთანავე არამონური ფსიქოლოგიის მქონე ქალია, რომელსაც ცხოვრებაში საკუთარი ინტერესები გააჩნია, მაგრამ საყვარელ ადამიანზე წინ არანაირ საქმეს არ აყენებს. ის ძალიან განაწყენდება თუკი პარტნიორი, მის გარეშე მიიღებს ხოლმე ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებს. ამიტომ ლომის მოსახიბლად საუკეთესო გზაა ხშირად მიმართოთ მას რჩევა-დარიგებისთვის. იგი სიამოვნებით დაგითმობთ დროს და რესურსს ასეთ შემთხვევაში, იმიტომ რომ ასე თავს საჭირო და მნიშვნელოვან პერსონად იგრძნობს, რითაც მისი თვითშეფასება ერთიორად ამაღლდება.
გახსოვდეთ, ლომი საკმაოდ ეჭვიანი და ამაყი ნატურაა, ამიტომ არასოდეს მისცეთ თავს უფლება იაფფასიანი ტრიუკების მეშვეობით აეჭვიანოთ. ამ შემთხვევაში იგი ურთიერთობის გარკვევას კი არ დაიწყებს, უბრალოდ და მდუმარედ წავა თქვენი ცხოვრებიდან.