ქალთა საზოგადოებაში, თუმცა დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ ძვირფასო ქალბატონებო. ისე როგორც სუსტი სქესის წარმომადგენლებს, მამაკაცებსაც გააჩნიათ ინდივიდუალური სახასიათო შტრიხები და მიდგომაც მათთან ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით განსხვავებულია საჭირო. შესაბამისად ვერძს და კირჩხიბს ერთი და იგივე საქციელით ვერასოდეს მოხიბლავთ. ამიტომ სასურველი იქნება გადახედოთ მოკლე ინსტრუქციას იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოთ მამაკაცის გულის მოსაგებად მისი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე.
როგორ მოვხიბლოთ მამაკაცი მშვილდოსანი
საქმე იმაშია, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული მამრის მოხიბვლას განსაკუთრებული ჯაფა არ სჭირდება. მაგრამ მთავარი მისი მოხიბვლა კი არა შენარჩუნებაა. რაც ერთობ რთული და ხშირად აბსოლუტურად ძნელადმისაღწევი რამაა.
მამაკაცი მშვილდოსანი ბუნებით ოპტიმისტი, მხიარული და ხმაურიანი კომპანიების მოყვარული ნატურაა. იგი მუდმივად მოძრაობაშია, ხან მოგზაურობს, ხან ვინმეს დასახმარებლად მიიჩქარის, ხანაც ექსტრემალური სპორტის სახეობით ან ცხოველებთან ურთიერთობით ერთობა. მარტივად რომ ვთქვათ, როგორც ყველა კაცში მასშიც დიდი დოზით ცხოვრობს ბავშვი, რომელიც ხანდაზმულ ასაკამდე უარს აცხადებს, რომ გაიზარდოს და დაღვინდეს. ამიტომ ურთიერთობის დასაწყისში თუ მისმა ინფანტილურობამ მოგხიბლათ, იცოდეთ რომ რაღაც პერიოდის შემდეგ, ცხოვრებისა და მოვალეობებისადმი სწორედ ეს არასერიოზული მიდგობა გახდეს შესაძალოა თქვენი რომანის დასასრულის დასაწყისი.
თუ იგი გიყვართ (და სავარაუდოდ რაკი ამ სტატიას ასე ყურადღებით კითხულობთ, უკვე მოასწარით მისი ყურებამდე შეყვარება) უნდა მიიღოთ ცხოვრება ისეთი, როგორსაც თავად შემოგთავაზებთ. უნდა ითამაშოთ მისი თამაშის წესებით და მაქსიმალურად ეცადოთ არასოდეს შეუზღუდოთ პირადი თავისუფლება. მშვილდოსანი მარტივად იხიბლება ლამაზმანებით, ამიტომ ქორწინების შემთხვევაშიც კი ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული მამრები უფლებას იტოვებენ მსუბუქი ფლირტისგან ნაკლებად შეიკავონ თავი.
თუმცა თუკი მეუღლე სცენებსა და ისტერიკებს არ გაუმართავს, იშვიათად გადაიზრდება ეს ფლირტი ვინმესთან უფრო სერიოზულ ურთიერთობაში. მისი გულის დატყვევება თუ გსურთ, თანაც დიდი ხნით საკუთარი ინტერესების მქონე, პროფესიულად შემდგარი და ოპტიმისტი ქალბატონი უნდა იყოთ. ნუ გაიხდით მასთან ურთიერთობას უმთავრეს ცხოვრებისეულ ამოსავალ წერტილად, გიყვარდეთ იგი, მაგრამ მხოლოდ თქვენი თავის მერე და ცხოვრებაში მასთან ერთად სხვა ბევრ გატაცებასაც დაუტოვეთ ადგილი. მშვილდოსანს საკუთარი ღირსების შეგრძნების მქონე, აქტიური და მრავალმხრივი ქალები იზიდავს. იგი ვერასოდეს აიტანს იმ ფაქტს, რომ ქალი მას როგორც დასახრჩობად განწირული მაშველ რგოლს ისე ჩაებღაუჭოს.
ამიტომ თუკი ცხოვრებაში ისეთ მამაკაცს დაეძებთ, ვინც თქვენთვის მყარი დასაყრდენი და მფარველი იქნება ჩემი კეთილი რჩევაა, ლომებისკენ ან მორიელებისკენ გადაინაცვლოთ. მშვილდოსანთან ურთიერთობისას ერთმნიშვნელოვნად მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ. იგი სიამოვნებით გაგიწევთ მეგობრობას, თანამოაზრეობას, კომპანიონობას ნებისმიერ საქმეში მაგრამ თუკი მისგან მამა-მარჩენალის და მფარველის როლის მორგებას ითხოვთ, ერთ დღესაც გაუფრთხილებლად აორთქლდება თქვენი ცხოვრებიდან.
მართალია, რაღაც პერიოდის შემდეგ ბუმერანგის პრინციპით შესაძლოა იგი თქვენს ორიბიტაზე ისევ დაბრუნდეს (ამგვარი საქციელი მშვილდოსან მამრებს ზოგადად ხშირად ახასიათებთ) თუმცა, ის, თუ რამდენად ხანგრძლივი პერიოდით გაჩერდება იგი თქვენთან, უკვე თქვენივე მარიფათსა და გამჭრიახობაზე იქნება დამოკიდებული.