ერთნაირია" - ხშირი და აპრობირებული ფრაზაა ქალთა საზოგადოებაში, თუმცა დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ ძვირფასო ქალბატონებო. ისე როგორც სუსტი სქესის წარმომადგენლებს, მამაკაცებსაც გააჩნიათ ინდივიდუალური სახასიათო შტრიხები და მიდგომაც მათთან ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით განსხვავებულია საჭირო. შესაბამისად ვერძს და კირჩხიბს ერთი და იგივე საქციელით ვერასოდეს მოხიბლავთ. ამიტომ სასურველი იქნება გადახედოთ მოკლე ინსტრუქციას იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოთ მამაკაცის გულის მოსაგებად მისი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე.
როგორ მოვხიბლოთ მამაკაცი სასწორი
თუკი იმ ქალთა რიცხვს განეკუთვნებით, ვისაც მიაჩნია, რომ უბრალოება ქალის საუკეთესო სამკაულია და უმაკიაჟოდაც უნდა დააფასოს კაცმა თქვენი სილამაზე, მერწმუნეთ მამაკაცი სასწორის გულისკენ მიმავალ გზაზე, თქვენი პირველივე ნაბიჯი კრახით დასრულდება. ეს ის კაცია, რომელსაც ერთმნიშვნელოვნად "თვალებით უყვარს" – ამიტომ საიმისოდ, რომ მისი სიმპათია დაიმსახუროთ, პირველ რიგში ეფექტურად, მოვლილად და გლამურულად უნდა გამოიყურებოდეთ. მხოლოდ ამის შემდეგ მიაქცევს იგი ყურადღებას თქვენი ინტელექტის დონეს და მანერებს რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია მისთვის ქალთან დასაახლოებლად.
სასწორი მამაკაცი ვერ იტანს უხეშობას, ამიტომ მასთან დამოკიდებულებაში მაქსიმალურად რბილი და დიპლომატიური უნდა იყოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი სასწრაფოდ დაიხურავს ქუდს და თავისი არაჩვეულებრივი, მომხიბვლელი ღიმილით თავაზიანად დაგემშვიდობებათ სამუდამოდ.
ინტელექტის დონე და საერთო ინტერესები ერთ-ერთი საკვანძო საკითხია ამ კაცთან ხანგრძლივი ურთიერთობის დასაწყებად. სასწორს მოსწონს გონიერი, გამჭრიახი და ჭკვიანი ქალები. ამასთან ერთად, იგი სიამოვნებით მოიწონებს თქვენით თავს ნებისმიერ საზოგადოებაში, თუკი კარგად გამოიყურებით და ბრძნული აზრების გამოთქმის უნარიც გაგაჩნიათ. სხვა მამაკაცებისგან განსხვავებით, რომელთაც ქალის გონიერება, როგორც წესი ხშირად აღიზიანებთ, მით უმეტეს საზოგადოებაში მისი ამ მხრივ აქტიურობა თრგუნავთ. სასწორ მამაკაცს პირიქით, მოეწონება ის ფაქტი, თუკი მისი მეგობარი ქალით არა ერთი ან ორი ადამიანი, არამედ ფართო საზოგადოება აღფრთოვანდება.
შეიძლება თამამად ითქვას, რომ სასწორი "იმიჯის კაცია", ამ იმიჯის შემადგენელ ნაწილად კი საყვარელი ქალიც შეიძლება იქცეს. თავის მხრივ იგი არასოდეს შეგარცხვენთ ხალხში საკუთარი ჩაცმულობით, ქცევის მანერით ან გაუნათლებლობით. ერთადერთი, რაც მასთან ურთიერთობისას უნდა გაითვალისწინოთ, არის ის, რომ მას ძალიან უჭირს გადაწყვეტილების მიღება და მანამ, სანამ ცოლობას გთხოვთ მრავალი ათასი წელი გავა ე.წ. "ერთად სიარულში", სანამ თავად არ აიღებთ საკუთარ თავზე ამ პრობლემის გადაჭრის პრიორიტეტს.
დიახ, დიახ შეგიძლიათ თავად გაუკეთოთ დაოჯახების შესახებ წინადადება. სასწორთან ეს სავსებით მისაღები ნაბიჯია. უფრო მეტიც, ამით თქვენ მას მრავალსაათიანი დილემისგან გაათავისუფლებთ და სამომავლოდ თქვენი ქორწინების წარუმატებლობის შემთხვევაში, სინდისიც აღარ დატანჯავას – ეს გადაწყვეტილება ხომ თქვენ მიიღეთ, ის კი მხოლოდ დაგეთანხმათ.