როგორ მოვხიბლოთ მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ტყუპი

როგორ მოვხიბლოთ მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ტყუპი

და აპრობირებული ფრაზაა ქალთა საზოგადოებაში, თუმცა დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ ძვირფასო ქალბატონებო. ისე როგორც სუსტი სქესის წარმომადგენლებს, მამაკაცებსაც გააჩნიათ ინდივიდუალური სახასიათო შტრიხები და მიდგომაც მათთან ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით განსხვავებულია საჭირო. შესაბამისად ვერძს და კირჩხიბს ერთი და იგივე საქციელით ვერასოდეს მოხიბლავთ. ამიტომ სასურველი იქნება გადახედოთ მოკლე ინსტრუქციას იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოთ მამაკაცის გულის მოსაგებად მისი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე.

როგორ მოვხიბლოთ ტყუპი

ტყუპი მამაკაცი ქარიზმატული, მრავალმხრივი, საინტერესო და უზომოდ კომუნიკაბელური ინდივიდია. მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს ნებისმიერი ქალისთვის თავბრუს დახვევა, იმიტომ რომ სხვა მამაკაცებისგან განსხვავებით ტყუპი ქალებთან ურთიერთობაში უდიდეს კოზირს – მოსწრებულ ენას ფლობს, ქალებს კი მოგეხსენებათ, ყურებით უყვართ ხშირ შემთხვევაში. შესაბამისად, მამაკაცი, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშნით მოევლინა ქვეყანას, იშვიათად განიცდის ფიასკოს საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში. ერთადერთ გამონაკლისს ის სიტუაცია წარმოადგენს, თუ საკბილო ზომაზე მეტად განათლებული და ჭკვიანი.

საიმისოდ რომ ამ ცვალებადი, არაპროგნოზირებადი კაცის გული მოიგოთ მარტოოდენ გარეგნული მომხიბვლელობა ნამდვილად არ იქნება საკმარისი. ტყუპს ერუდირებული, საინტერესო და ჭკვიანი ქალები მოსწონს. თუმცა სიყვარულის ობიექტმა იგი არასოდეს უნდა შეზღუდოს და ყოველთვის უნდა მისცეს მოქმედებისა და არჩევანის თავისუფლება.

ტყუპი ცვალებადი ნიშანია. შესაბამისად, დღეს თუ კლასიკური სტილის ჩაცმულობა მოგიწონათ, ხვალ შესაძლოა დახეული ჯინსისა და კეტასების ჩაცმა გირჩიოთ, თქვენი იმიჯისთვის მეტი გლამურის შესაძენად. ზოგადად ჩემი რჩევა იქნება, მის მითითებებს თუ არ დაელოდებით და თავად შეიცვლებით პერიოდულად, როგორც გარეგნულად ისე მენტალურად.

ტყუპი აღფრთოვანებაში მოჰყავს ლამაზ, მრავალმხრივ და არაპროგნოზირებად ქალბატონებს. მათთან იგი თავს ყოველთვის აზარტულად გრძნობს და ინტერესი არასოდეს უნელდება. მამაკაცი ტყუპი ყველაზე მეტად აფასებს ურთიერთობაში მეგობრობასა და მენტალურ სიახლოვეს. შესაბამისად, ქალი რომელიც მას არამხოლოდ ფიზიკურად, გონებრივადაც ჰარმონიულად ეგუება, მისთვის შესაძლოა იდეალად იქცეს. არასოდეს მისცეთ ტყუპს მოწყენის საშუალება; იყავით მრავალმხრივი, მხიარული და ცვალებადი. თუკი იგი თქვენში არა ერთ, არამედ ორ, ან სამ სხვადასხვა ქალს აღმოაჩენს, მისი მაძიებელი ბუნება ხანგრძლივი დროით ან შესაძლოა სამუდამოდაც შეჩერდეს თქვენზე.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?