როგორ მოვხიბლოთ მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ვერძი

როგორ მოვხიბლოთ მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ვერძი

და აპრობირებული ფრაზაა ქალთა საზოგადოებაში, თუმცა დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ ძვირფასო ქალბატონებო. ისე როგორც სუსტი სქესის წარმომადგენლებს, მამაკაცებსაც გააჩნიათ ინდივიდუალური სახასიათო შტრიხები და მიდგომაც მათთან ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით განსხვავებულია საჭირო. შესაბამისად, ვერძსა და კირჩხიბს ერთი და იგივე საქციელით ვერასოდეს მოხიბლავთ. ამიტომ სასურველი იქნება გადახედოთ მოკლე ინსტრუქციას იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოთ მამაკაცის გულის მოსაგებად მისი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე.

როგორ მოვხიბლოთ ვერძი

მამაკაცი ვერძი ფიცხი, ექსპანსიური და ქარიზმატული ინდივიდია. იგი მოუსვენარი, ენერგიული და ვნებიანია. ამასთან ერთად, საშინლად მოუთმენელი და ეჭვიანი. ვერძი ლიდერობის მოყვარული ნიშანია. აქედან გამომდინარე, თუ თქვენ მამაკაცი ვერძის ხელში ჩაგდებაზე ოცნებობთ მოგიწევთ დამთმობი, დიპლომატიური და მშვიდი ქალის იმიჯის მორგება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იქეთ იაქტიურებთ და დაუწყებთ დევნას, დიდი შანსია იმის, რომ ინტერესის ობიექტი ვერძი სწრაფად და სამუდამოდ გაქრეს თქვენი ხილვის არეალიდან. ვერძი მამაკაცი ვერ იტანს "მეორე ვიოლინოს" როლის თამაშს, ამიტომ თუკი იმ ქალების რიცხვს განეკუთვნებით ვისაც ურთიერთობაში დომინანტური როლი ურჩევნია, ვერძზე ფიქრები თავიდან ამოიგდეთ. იგი არასოდეს იქნება ქალზე დამოკიდებული ამ მხრივ.

ამ კაცს წამყვანი პარტიის თამაშის უფლება უნდა მისცეთ. ამასთან ერთად, როცა იგი საკუთარ გრძნობებში გამოგიტყდებათ (რაც უთუოდ მალე მოხდება, იმიტომ რომ ვერძებს ხანგრძლივი ფიქრი და მანევრირება არასოდეს ახასიათებთ სიმპათიის ობიექტის მიმართ), თავის დაფასებასა და ქალურ კუდაბზიკობას მოეშვით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერძი თქვენ მიმართ ინტერესს მალევე დაკარგავს. მამაკაც ვერძს ნაზი, დიპლომატიური, მაგრამ ამავდროულად ძლიერი ნებისყოფის მქონე და გამჭრიახი ქალები იზიდავს. იგი არასოდეს მოგთხოვთ "ქრონიკული დიასახლისის" როლის მორგებას ქორწინების შემთხვევაში და ყოველთვის მოგანიჭებთ თქვენთვის საჭირო თავისუფლებას, მაგრამ იგივეს მოითხოვს თქვენგანაც.

მისი ყველაზე დიდი ნაკლი სიფიცხე და იმპულსურობაა. თუმცა, რამდენიც არ უნდა უმტკიცოთ, რომ არასწორად იქცევა ამა თუ იმ მომენტში, აზრი არ აქვს მის გადარწმუნებას. იგი ყოველთვის ისე მოიქცევა როგორც თავად სურს და მიაჩნია მართებულად. თუმცა სიმშვიდით და ტაქტიანი მიდგომით, შესაძლოა თქვენი ვერძი არაერთი დაუფიქრებელი საქციელისგან იხსნათ. მთავარია, მან თქვენი რჩევა მენტორულ დარიგებად არ მიიჩნიოს. თუკი მისთვის საყვარელ ქალთან ერთად მეგობარი და თანამოაზრეც იქნებით, მას არასოდეს ექნება თქვენგან დაფარული სიადუმლო. შესაბამისად, კრიტიკულ სიტუაციაში ყოველთვის გაითვალისწინებს თქვენს აზრს.

ვერძთან ურთიერთობა ბაგირზე წონასწორობის დაცვას ჰგავს, თავი არც ძალიან უნდა მოაბეზროთ, არც ძალიან მოანატროთ. ახლობელი და მეგობრული, ამასთან ერთად ყოველთვის მიუწვდომელი და საინტერესო უნდა იყოთ მისთვის. ასე იგი თქვენ მიმართ ინტერესს მთელი სიცოცხლის მანძილზე შეინარჩუნებს და გრძნობებიც არასოდეს გაუნელდება.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?