როგორ მოვხიბლოთ ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - მერწყული

როგორ მოვხიბლოთ ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - მერწყული

ქალის ჭეშმარიტი ბუნება ძლიერი სექსის წარმომადგენლებს შორის თითზე ჩამოსათვლელ ეგზემპლარებს თუ ესმით, ისიც სანახევროდ. ასტროლოგების აზრით, ქალები, ისევე როგორც მამაკაცები, თორმეტ ძირითად ფსიქოტიპად იყოფიან და იმის მიხედვით, თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა ქალი, შესაძლებელია, მისი ხასიათის და სუსტი წერტილების ამოცნობა. შესაბამისად, მარტივდება მამაკაცისთვის დიპლომის დაცვა თემაზე "რა სურთ ქალებს"...

ასე რომ, ძვირფასო მამაკაცებო, მოდით, გავშალოთ კარტი და გავიგოთ, რა მეთოდებია საჭირო ქალის მოსახიბლად, თუკი ზუსტად ვიცით ამ უკანასკნელის ზოდიაქოს ნიშანი

როგორ მოვხიბლოთ ქალი მერწყული

მერწყული ჰაერის სტიქიის წარმომადგენელია; შესაბამისად, მისი ხასიათი ერთობ არაპროგნოზირებადი და ექსტრაორდინალური გამოხტომებით სავსე გახლავთ. ქალი მერწყულების უმრავლესობა მისტიკურად ლამაზია, მისი იმიჯი ყოველთვის გამორჩეული და არასტანდარტულია. ამიტომ მერწყულ ქალს პირველ რიგში ჩაცმულობის სტილზე იცნობთ, შემდგომ ამისა და კი ხასიათით.

ეს ქალი ყველაზე მეტად მეგობრობას აფასებს ურთიერთობაში, ამიტომ სიყვარული მისთვის თითქმის ყოველთვის კარგი მეგობრობით იწყება. თუმცა, სანამ ამ თავისუფლებისმოყვარე პეპელას დაჭერას მოიწადინებდეთ, აჯობებს იცოდეთ, რომ მიუხედავად ერთი შეხედვით ნაზი და უკონფლიქტო გარეგნობისა, შინაგანად ქალი მერწყული უზომოდ მყარი და ჯიუტიც კია. ნუ დაგავიწყდებათ ზოდიაქოს ამ ნიშნის თანამმართველად, ძირითად მმართველ პლანეტა ურანთან ერთად მკაცრი სატურნიც ითვლება; აქედან გამომდინარე, მერწყულით მანიპულირებას და თქვენ გავლენაში მის მოქცევას ამაოდ შეეცდებით.

ეს ქალი ყოველთვის ისე იქცევა, როგორც თავად სურს და მიიჩნევს საჭიროდ. ამასთან ერთად, იშვიათად კარგავს დრო ახსნა-განმარტებებსა და თავის მართლებაზე. ჰოდა, თუკი მის გვერდით ყოფნა გსურთ, ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ იგი თქვენთვის მორჩილი ცოლი ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, ვერასოდეს გახდება. ქალ მერწყულს თავისუფლება სჭირდება და რაც არ უნდა დიდი სიყვარული ეწვიოს, მის გულში ყოველთვის რჩება ადგილი მეგობრებისა და საინტერესო საქმიანობისთვის.

მისი გულის მოსაგებად, ცეცხლოვანი "მაჩოს" იმიჯი ნაკლებად გამოგადგებათ. საიმისოდ, რომ მერწყულს თავი მოაწონოთ, საკმარისია იყოთ ბუნებრივი, გულწრფელი და ინტელექტუალურად საინტერესო. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები, მამაკაცში ყველაზე მეტად აფასებენ ორ რამეს – მენტალობასა და ერუდიციის დონეს. ამიტომ, თუ თქვენც მასავით კრეატიული, გამჭრიახი და თავისუფლად მოაზროვნე პიროვნება ხართ, არანაირი სასიყვარულო მახის დაგება არ დაგჭირდებათ, მერწყული თავად მოგანიჭებთ პრიორიტეტს იყოთ მის გვერდით როგორც პარტნიორი.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?