, ქალის ჭეშმარიტი ბუნება ძლიერი სექსის წარმომადგენლებს შორის თითზე ჩამოსათვლელ ეგზემპლარებს თუ ესმით, ისიც სანახევროდ. ასტროლოგების აზრით, ქალები, ისევე როგორც მამაკაცები, თორმეტ ძირითად ფსიქოტიპად იყოფიან და იმის მიხედვით, თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა ქალი, შესაძლებელია, მისი ხასიათის და სუსტი წერტილების ამოცნობა. შესაბამისად, მარტივდება მამაკაცისთვის დიპლომის დაცვა თემაზე "რა სურთ ქალებს"...
ასე რომ, ძვირფასო მამაკაცებო, მოდით, გავშალოთ კარტი და გავიგოთ, რა მეთოდებია საჭირო ქალის მოსახიბლად, თუკი ზუსტად ვიცით ამ უკანასკნელის ზოდიაქოს ნიშანი
როგორ მოვხიბლოთ ქალი მორიელი
თუკი ბედმა წილად მორიელი ქალის სიყვარული გარგუნათ, სულაც არ არის გასაკვირი და თავად ეს ფაქტი, იმას ნიშნავს, რომ გემოვნებიანი მამაკაცი ბრძანდებით. ქალი მორიელი არაჩვეულებრივად ვნებიანი, ჭკვიანი და მომხიბვლელი არსებაა. მორიელების უმრავლესობას უყვარს ემოციების მძაფრ ტალღებზე ”სერფინგი”, გარდა ამისა, ქალი მორიელი ფლობს უძლიერეს ინტუიციას და შესაბამისად, თუ მასთან თანასწორი თამაშით არ თამაშობს მამაკაცი, ამას ძალიან მარტივად და მალე ხვდება.
მისი დახასიათება ორი სიტყვით შეიძლება - ”მომხიბვლელი და საბედისწერო”. ქალი მორიელის გულის მოსაგებად, მარტივი მამაკაცური აფერები და საშუალოსტატისტიკური მამრის გამჭრიახობა საკმარისი არ არის. თქვენ მიმართ ინტერესი რომ გაუჩნდეს, პირველ რიგში მასავით მამაცი, უშიშარი, წინდახედული და ძლიერი პიროვნება უნდა იყოთ. ნუ ეცდებით ამ ქალს თავბრუ ლაპარაკით და საკუთარი ღირსებების აშკარა დემონსტრირებით დაახვიოთ. იგი ძალიან კარგად ხვდება თქვენი ნაუბარის ტყუილ-მართალს. აქედან გამომდინარე, მამაკაცის მხრიდან მორიელის მოსახიბლად გათამაშებული მსგავსი ტიპის სპექტაკლები ჩანასახშივე მარცხისთვისაა განკუთვნილი.
მამაკაცით რომ სერიოზულად დაინტერესდეს ქალი მორიელი, ამ უკანასკნელმა მასში მძაფრი ემოციები უნდა გამოიწვიოს. ზოგჯერ იგი თქვენში კონკურენტსა და მოწინააღმდეგესაც უნდა ხედავდეს, მაგრამ პერიოდულად აუცილებლად უნდა მისცეთ ფორა და შეგრძნება იმისა, რომ იგია სიტუაციის ბატონ-პატრონი. რომ ის მართავს თქვენი ურთიერთობის მთავარ პერიპეტიებს. თუმცა, ყველაფერი ეს ღირსეულად უნდა გააკეთოთ და ის უნდა გრძნობდეს, რომ მას ხასიათის სისუსტის გამო კი არა, სიყვარულის გამო უთმობენ. ამგვარ ჟესტს იგი ძალიან დააფასებს და დაიმახსოვრებს მამაკაცის მხრიდან.
ნუ გამოიჩენთ სიძუნწეს მასთან საჩუქრებისა და რომანტიკული სიურპრიზების მოწყობის მხრივ. წუწურაქობა ერთ-ერთი მთავარი შტრიხია, რაც ქალ მორიელს მამრობით სქესში აღიზიანებს; თუმცა, ზედმეტი მფლანგველობის გამოჩენის შემთხვევაში შესაძლოა, საერთოდაც დაკარგოთ მასთან სამომავლოდ ურთიერთობის გაგრძელების შანსი. მორიელს გაწონასწორებული, გონიერი და წინდახედული მამრები მოსწონს.
მასთან მაქსიმალური ხასიათის სიმტკიცე და სტაბილურობა უნდა გამოავლინოთ. არასოდეს დაანახვოთ ის, რომ ყოყმანობთ ან ეჭვი გეპარებათ საკუთარ თავში. მსგავსი საქციელის გამო იგი მალე დაკარგავს თქვენ მიმართ პატივისცემას.
იყავით გულწრფელი, ღირსეული და საკუთარი თავის რწმენის მქონე ადამიანი. თუ ასეთი ხართ, ქალ მორიელს უპირობოდ, ხანგრძლივად და მთელი გულით შეუყვარდებით.