, ქალის ჭეშმარიტი ბუნება ძლიერი სექსის წარმომადგენლებს შორის თითზე ჩამოსათვლელ ეგზემპლარებს თუ ესმით, ისიც სანახევროდ. ასტროლოგების აზრით, ქალები, ისევე როგორც მამაკაცები, თორმეტ ძირითად ფსიქოტიპად იყოფიან და იმის მიხედვით, თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა ქალი, შესაძლებელია, მისი ხასიათის და სუსტი წერტილების ამოცნობა. შესაბამისად, მარტივდება მამაკაცისთვის დიპლომის დაცვა თემაზე "რა სურთ ქალებს"...
ასე რომ, ძვირფასო მამაკაცებო, მოდით, გავშალოთ კარტი და გავიგოთ, რა მეთოდებია საჭირო ქალის მოსახიბლად, თუკი ზუსტად ვიცით ამ უკანასკნელის ზოდიაქოს ნიშანი
როგორ მოვხიბლოთ ქალი სასწორი
სასწორი ქალი პლანეტა ვენერას მმართველობაში მყოფი ინდივიდია. ამიტომ მასში განსაკუთრებულად დიდი დოზითაა, სილამაზისა და ჰარმონიისაკენ მიდრეკილება. გარდა ამისა, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები, ყოველთვის გამოირჩევიან სხვებისგან საკუთარი იმიჯით, ქალურობით, სინაზითა და ელეგანტურად ჩაცმა-დახურვის ნიჭით. რაც დამეთანხმებით საკმაოდ მნიშვნელოვანი ასპექტია საპირისპირო სქესის გულის მოსაგებად.
მაგრამ საიმისოდ, რომ სასწორ ქალს თავი მოაწონოს, თავად მამაკაციც არანაკლებ დახვეწილი, გალანტური და დიპლომატიური პიროვნება უნდა იყოს. სასწორს ძალიან მოსწონს ზრუნვა და სითბოს გამოხატვის რეალური, ფიზიკური მახასიათებლები – კოცნა, ჩახუტება, მოფერება. გარდა ამისა, იგი ასევე იხიბლება სილამაზით ნებისმიერ კონტექსტში – იქნება ეს გემოვნებით გაფორმებული რესტორნის ინტერიერი, სადაც მას ვახშმად მიიპატიჟებთ, ორიგინალური და დახვეწილი საჩუქრები, ლამაზად შეფუთული ტკბილეული ან ყვავილები. მამაკაცს ასევე მოეთხოვება ყოველთვის გაითვალისწინოს ქალი სასწორის ესთეტიური ბუნება და ნებისმიერ სიტუაციაში დაიცვას ჰარმონიის პრინციპები. რითაც იგი უპირობოდ და ხანგრძლივად მოინადირებს ამ საოცრად დახვეწილი, რბილი და მოსიყვარულე მანდილოსნის გულს, რომელიც ჭეშმარიტი საჩუქარი შეიძლება გახდეს ნებისმიერი კაცის ცხოვრებაში.
დაიმახსოვრეთ, ვენერით მართული ქალბატონები კატეგორიულად ვერ ეგუებიან სიხისტეს, უტაქტობას და უხეშ მანერებს. ამიტომ მაქსიმალურად მოერიდეთ მისი თანდასწრებით აგრესიის (თუნდაც სრულიად სამართლიანის) გამოვლინებას, ნებისმიერი ფორმით. მას არანაკლებ დააფრთხობს ისეთი მამრი, რომელიც ფეთხუმი, მოუწესრიგებელი და ზედმეტად პირდაპირია. ასეთ შემთხვევაში იგი უბრალოდ, ოსტატურად და რბილად დაგისხლტებათ ხელიდან და მიუხედავად მისი სათუთი გარეგნობისა, მასთან ხელმეორე პაემანის ბედნიერებას ვეღარასოდეს ეღირსებით. სასწორის ზოდიაქო ხომ პლანეტა სატურნის ეგზალტაციის ზონაა. ამიტომ, როცა ამ ადამიანს რაიმეს დაჟინებით სთხოვენ ან აძალებენ, იგი მომღიმარი სახით, მაგრამ მტკიცედ იცავს საკუთარ ტერიტორიას და არასოდეს ემორჩილება ზეწოლას, რაც არ უნდა დიდი იყოს იგი.